ტოპ ვიდეოები
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
14:00 / 13-12-2012
”ხალადეცი” მათთვის, ვინც ფიგურას უფრთხილდება
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
საახალწლო სუფრის ერთ-ერთი ტრადიციული კერძი ”ხალადეცია”, თუმცა დღეს მისი მომზადების კლასიკური რეცეპტისგან გადავუხვევთ და შემოგთავაზებთ "ხალადეცის" მომზადების ახალ წესს. ეს განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვინც ფიგურას უფრთხილდება.

მაშ ასე, ვამზადებთ ”ხალადეცს” !

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ღორის ხორცი და ფეხი – 2 ცალი; დიეტურისთვის ინდაურის ფეხი- 2 ცალი და კისერი.
წითელი ხახვი – 1 ცალი;
სტაფილო – 1 ცალი;
მწვანილი – 1 კონა;
ძირა – 1 ჩაის კოვზი;
მწვანილის ღეროები – 2 კონა;
ჟელატინი – აუცილებლობის შემთხვევაში
სანელებლები - გემოვნებით

ღორის ხორცსა და ფეხს დაასხით წყალი ისე, რომ ხორცი დაიფაროს. მიიყვანეთ ადუღებამდე, მოხადეთ ქაფი და ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში. დაამატეთ მთლიანი სტაფილო, ხახვიც ასევე მთლიანად ჩააგდეთ, ჩაყარეთ მწვანილის ღეროები, დაუმატეთ ძირა და გააგრძელეთ ბულიონის ხარშვა 30-40 წუთის განმავლობაში. ბულიონი გამორთვამდე 20 წუთით ადრე მარილითა და შავი პილპილით შეანელეთ.
ამავე მეთოდით  ინდაურის "ხალადეცის"მოსამზადებლად იხილეთ ფოტოგალერეა
კომენტარები (8)
19:29 16-12-2012
ნანა
ქარტულად გაკეთებულს მარტლა ვერ ჯობია
21:00 14-12-2012
ნანა
გივის და რუსიკოს კომენტარებზე მაგრად ვიხალისე. გაგახაროთ ღმერთმა.
17:14 14-12-2012
givi
რამდენიმე შეკითხვა მაქვს:1. ფეხები მამალი ინდაური უნდა იყოს თუ დედალის? 2. მარტო უკანა ფეხები უნდა გამოვიყენოთ თუ წინა ფეხებითაც შეიძლება გაკეთდეს? 3.ჩვენ ოჯახში ცოტანი ვართ( 4 სული) ერთი ფეხისაგან რომ გავაკეთოთ რაც ხორცი მორჩება იმით კოტლეტები თუ სეიძლება რომ გავაკეთოთ?
22:07 13-12-2012
მანანა
არ გვასტავლა დედა.
19:30 13-12-2012
რუსიკო
გავგიჟდი ლამის,ეს ქვაბის და თეფშის ფხოკიალი მაგიდაზე მომზადების ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია?