არქივის კალენდარი
12:53 / 27-03-2016
ჯენიფერ ლოპესი, სტინგი, ენრიკე იგლესიასი და ქართული ცეკვები რუსი მილიარდერის ვაჟის გრანდიოზულ ქორწილში
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
26 მარტს მოსკოვში გრანდიოზული ქორწილი შედგა. პატარძალს ელი სააბის ძვირადღირებული კაბა ეცვა, რომელიც საგანგებოდ მისთვის საფრანგეთში შეკერეს.

მილიარდერ მიხეილ გუცერიევის უმცროსი ვაჟის, საიდის ქორწილი რუსული მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. გუცერიევი, რომელიც "როსნეფტის", "ბირბანკის" და რამდენიმე მსხვილი უძრავი ქონების კომპანიის მფლობელია, 2015 წლის Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, რუს მილიარდერებს შორის 38-ე ადგილს იკავებს 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით.

გრანდიოზული ქორწილის 600 სტუმარს უამრავი სიურპრიზი დაახვედრეს. მოსკოვში სპეციალურად ქორწილისთვის სპეცრეისით ჩამოიყვანეს მსოფლიო დონის ვარსკვლავები: ელტონ ჯონი, ჯენიფერ ლოპესი, ბიონსე, პატრისია კაასი, სტინგი და ენრიკე იგლესიასი.

გუცერიევს შვილის ქორწილისთვის ფული ნამდვილად არ დანანებია. LifeNews-ის ინფორმაციით, ჯენიფერ ლოპესის ვიზიტი მილიარდერს - 5 მილიონი ევრო, ელტონ ჯონის სიმღერებით ტკბობა კი - 7 მილიონი ევრო დაუჯდა.

პატარძალი, ხადიჯა, წარმოშობით ინგუშეთიდანაა და როგორც ამბობენ, საიდისთვის შესაფერის გოგონას გუცერიევების ოჯახი 4 წლის განმავლობაში ეძებდა.
კომენტარები (20)
16:31 09-05-2016
ლელა დ
ჩემო თანამემამულენო, არ დავიბოღმოთ.. ყველა ისე ცხოვრობს და ერთობა, როგორი საშუალებაც აქვს... ჩვენც ხომ მაქსიმალურად გავერთობოდით, საბანი რომ არ მოკლობდეს?! იხარეთ და იდღეგრძელეეეეთ!
22:40 07-04-2016
ბუკი
ქაჯობააა და ხამობაააა! რა უგემოვნებააა, ლედი დის ვერ მოენელებინა ის შლეიფიანი კაბა რომ ჩააცვეს ლამის 40 წლის წინ და ეს ქაჯები ვინ არიან!
00:58 31-03-2016
ნია
საცოდავი მდიდრები
17:40 29-03-2016
რუსკა
ნუ გშურთ.
12:31 29-03-2016
KUKUNA
ასეთი ქორწილები უკვე ძველმოდურია, და დრო მოჭმულია.. ბანძობაა, მიუხედავდ იმისა, რომ დიდი ფული დაიხარჯა.. ნუ რა ქნან, მეტის შაშუალებას და აფნტაზიას ინეტელექტი არ აძლევს..
იყიდება ბინა; მის: თემქის მე-4 კვარტალი;
სასწრაფოდ! იყიდება ზაჰესში 2-სართულია
კრწანისის N21 სასწრაფოდ იყიდება 3 ოთახი
იყიდება ვაკეში, ტ. ტაბიძის ქუჩა #37ა-ში მ
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები