არქივის კალენდარი
11:00 / 26-01-2016
სიკვდილის ამსახველი მასალები, რომლის ჩანაწერები გაანადგურეს - ყველაზე საიდუმლო ვიდეოები მსოფლიოში
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
5. ქრისტინ ჩაბაკი ამერიკელი რეპორტიორი იყო, რომელიც ფლორიდაში მუშაობდა. მან ერთ-ერთი პირდაპირი ჩართვის დროს თავი მოიკლა. ამის მომსწრე მილიონობით ადამიანი იყო. ოჯახის მოთხოვნით, ქრისტინას თვითმკვლელობის ყველა ვიდეო განადგურებულია.

4. დნეპროპეტროვსკში 22 დღეში 21 ადამიანი სასტიკი ცემით მოკლეს. დამნაშავეებმა კი ზოგიერთი მკვლელობის ამსახველი ვიდეოები ჩაწერეს და ერთ-ერთმა მათგანმა ინტერნეტში გაჟონა. ამჟამად ყველა ვიდეო და სურათი განადგურებულია.

3. 2012 წლის 14 დეკემბერს, ნიუტონში, სანდი ჰუკის სკოლაში 20 წლის ადამ ლანცამ 20 ბავშვი და სკოლის 6 თანამშრომელი მოკლა, რის შემდეგაც თავადაც მოიკლა თავი. მომხდარი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, თუმცა ვიდეო არ გასაჯაროებულა და ის გაანადგურეს.

2. ცნობილი ავსტრალიელი ნატურალისტი და ტელეჟურნალისტი სტივენი ირვინი 2006 წლის 4 სექტემბერს მორიგი გადაცემის გადაღების დროს დაიღუპა. მან სასიკვდილო დარტყმა მიიღო გულის არეში "სტინგრეის" ნემსის მიერ. მომხდარის ამსახველი ვიდეომასალა ირვინის ოჯახის წევრების თხოვნით განადგურებულია.

1. ტილიკუმი მკვლელი ვეშაპია, რომელიც 1983 წელს ატლანტიკის ოკეანეში 2 წლის ასაკში დაიჭირეს. ვარაუდობდნენ, რომ მან სულ მცირე, 3 ადამიანი მოკლა. ერთ-ერთი მსხვერპლის მკვლელობის ამსახველი ვიდეოს ყველა ასლი განადგურებულია.
კომენტარები (1)
18:44 26-01-2016
ირაკლი
"სტინგრეის" ნემსი"-განათლება არ გეყო ჯიგარ?
იყიდება ბაკურიანში, იაფად, კარგ ადგილ
სამი სართული მანსარდით, კაპიტალური შ
იყიდება 292 მ2 სახლი,1000 მ2 მიწით ვაკეში,...
იყიდება ვაჟას-ფშაველას VI კვარტალში, გ
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები