არქივის კალენდარი
10:47 / 08-01-2016
რა იპოვეს პარიზის ლეგენდარული სენ-მარტენის არხის დაშრობის შემდეგ
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
ბოლო 15 წლის განმავლობაში, პარიზის სენ-მარტენის ხიდი პირველად დააშრეს და მისი გაწმენდის დროს შლამში ასობით უცნაური და მოულოდნელი ნივთი იპოვეს. არხი საფრანგეთის დედაქალაქის შუაგულში, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ და ექსკლუზიურ უბანში მდებარეობს და ბოლო წლებში ღამის ცხოვრებისა და ტურისტების თავშეყრის ადგილად იქცა. ამერიკელმა იმპრესიონისტმა ალფრედ სისლეიმ 1870 წელს არხი უკვდავყო ნახატში - "სენ-მარტენის არხი პარიზში".

არხში "დამალულ საგანძურს" შორის ველოსიპედები, სკუტერები, რადიომიმღები, ფოტოაპარატი და ასობით სხვა ნივთი აღმოჩნდა. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა პისტოლეტიც იპოვეს, რომელიც უკვე გადაეცა პოლიციის განყოფილებას შესასწავლად.

წაიკითხეთ ვრცლად ambebi.ge-ზე
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სასწრაფოდ! იყიდება ზაჰესში 2-სართულია
სასწრაფოდ! იყიდება 73 კვმ. ფართის 2-ოთახ
იყიდება ბინა დიდუბეში, პანთეონთან, თე
ბინა რომელსაც გამოიყენებთ როგორც საც
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები