არქივის კალენდარი
18:52 / 19-01-2016
ფაჩულია NBA-ს "დაუფასებელი გმირების" სამეულში დაასახელეს
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე სეზონი ზაზა ფაჩულიას კარიერაში ყველაზე წარმატებულია, რაზეც ამერიკული მედია ხშირად ამახვილებს ყურადღებას.

ფაჩულია უკვე 13 წელია ლიგაში სტაბილურობით გამოირჩევა, თუმცა, საყოველთაო აღიარება მხოლოდ ახლა მოიპოვა. ქართველი ცენტრის წარმატება ამჯერად CBS-ის სპორტულ გადაცემაში აღნიშნეს და ფაჩულია NBA-ს "დაუფასებელი გმირების" სამეულში დაასახელეს.

"მიმდინარე სეზონი ფაჩულიასთვის წარმატებულია. თავის გუნდში ის ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, კარგ დაცვას თამაშობს და საშუალოდ მაჩვენებელიც შთამბეჭდავი აქვს", – ასე შეაფასა საქართველოს ნაკრების კაპიტანის თამაში რაჯა ბელმა, რომელიც "დალასის" ღირსებას 2002-03 წლებში იცავდა.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სასწრაფოდ! იყიდება ზაჰესში 2-სართულია
იყიდება ბინა; მის: თემქის მე-4 კვარტალი;
იყიდება 292 მ2 სახლი,1000 მ2 მიწით ვაკეში,...
სასწრაფოდ! იყიდება 3 ოთახიანი ბინა. 3 სა
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები