არქივის კალენდარი
11:31 / 14-01-2016
ამერიკული გადაცემა ზაზა ფაჩულიას და საქართველოს ბოდიშს უხდის - ვინ გააღიზიანა კალათბურთელის წარმატებამ
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
ამერიკული სპორტული გადაცემა Starters-ი იძულებული გახდა, საქართველოსთვის და ზაზა ფაჩულიასთვის ბოდიში მოეხადა, მიზეზი კი შოუში ნათქვამი ხუმრობა გახდა. შეიძლება ითქვას, რომ გადაცემის ჯგუფმა შეცდომა ქართველი კალათბურთელის სასარგებლოდ გამოისყიდა, როდესაც ბოდიშის ნიშნად მაყურებელს NBA-ში ზაზა ფაჩულიას TOP 5 საუკეთესო მომენტი შესთავაზა.

რაც შეეხება ხუმრობებს, ერთ-ერთ გადაცემაში წამყვანებმა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობაზე იხუმრეს, როდესაც აღმოაჩინეს, რომ NBA All Star-თან ზაზა ფაჩულია ბევრად ახლოს არის, ვიდრე დემარკუს ქაზინი, დუაიტ ჰოვარდი და დირკ ნოვიცკისი.

"არ გვსურს ზაზა All Star-ში ქაზინსზე წინ, რადგან ეს სიგიჟეა. როგორ მოხვდა ზაზა ფაჩულია მასზე წინ?!", - თქვეს გადაცემის წამყვანებმა.
გადაცემის ფრაგმენტის თარგმანი:
"წინა ჯერზე განვიხილეთ, როგორ არის საერთოდ შესაძლებელი, რომ 30 წლის ზაზა ფაჩულია, რომელიც არასდროს ახლოსაც კი არ ყოფილა "ოლ სტარში" მოსახვედრად, ახლა ასე მაღლა არის გამოკითხვის შედეგებში. უფრო მაღლაც კი, ვიდრე დემარკუს კაზინი, დუეინ ჰოვარდი და დირკ ნოვიცკი. ეს უმაღლესი ლიგაა, როგორ მოხდა ეს? ვინ გააკეთა ეს? საქართველომ? რამდენია მათი მოსახლეობის რაოდენობა? ოღონდ შტატის კი არა, ქვეყანა საქართველოსი? როგორც ჩანს, ჩვენმა შეფასებებმა ძალიან გააბრაზა ქართველები. ჩვენი გვერდი აივსო კომენტარებით მათი მხრიდან და ათასობით ხმა კიდევ დაემატა ზაზას.
მაგრამ ზაზას საქართველოში ყველა უჭერს ხმას: ეს არის ქართული შოუ "ნიჭიერი" და თქვენ ხედავთ, ზაზას სახელი სცენაზე ჩანს. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტვიტერზე" დაწერა იგივე; ასევე, სამხედროებიც ერთად უჭერენ მას მხარს.
ჩვენ გადავწყვიტეთ, მოგვებოდიშებინა - რაღაც მხრივ და შევკრიბეთ მთელი მისი კარიერის 5 საუკეთესო მომენტი".

კომენტარები (40)
18:30 15-01-2016
ნათია
უკაცრავად, მაგრამ ეს პროვინციალიზმი არ არის! თანადგომისა და ერთიანობის უნარია, რაც მუდამ გააჩნდა ქართველ ერს და ნურასდროს მოგვიშალოს ეს უნარი უფალმა. ამ ჟურნალისტთა საქციელს კი სახელიც კი არ აქვს, იმდენად უღირსია!
18:29 15-01-2016
ქეთი ქეთ
გადამეტებული ვიცით ხოლმე რაღაცას რომ ამოვიჩემებთ. მოყვასის თანადგომა არა იხვი. ქართველებმა რა მოყვასის თანადგომა ვიცით. ეს იყო უბრალო წამხედურობა და ერთმანეთის აყოლა, რაც ქართველებს გვახასიათებს საერთოდ.
15:52 15-01-2016
ბესო
მაინც დაგვცინეს ბოდიშის მოხდა ღიმილიტ
14:25 15-01-2016
ირაკლი
რა გეშველებათ თქევნს პატრონს უბედურს...
10:35 15-01-2016
გიო
რას იზამ, ესეთი პროვინციალიზმის გამოვლინება თითქმის ყველა პატარა ერის ნიშანია. ცოტა საწყენი, მაგრამ ნორმალურია ეს
იყიდება კერძო სახლი, ნაძალადევის მეტ
იყიდება ბინა დიდუბეში, პანთენთან, თევ
მანქანა არის ძალიან კარგ მდგომარეობა
269 მ2 სახლი, 340 მ2 მიწის ჩათვლით,...
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები