არქივის კალენდარი
09:33 / 29-02-2016
"ოსკარი" ლეოს - ხანგრძლივი აპლოდისმენტები და დიკაპრიოს ღირსეული სამადლობელი სიტყვა
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
ლოს ანჯელესში "ოსკარების" გადაცემის 88-ე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. დაჯილდოება ტრიუმფით დასრულდა ფილმებისთვის "რევენანტი" და "შეშლილი მაქსი". "რევენანტმა" მთავარ ნომინაციებში გაიმარჯვა და ჯამში 3 ჯილდო მიიღო 12 ნომინაციიდან, ხოლო "შეშლილი მაქსი" გამარჯვებული გახდა პრაქტიკულად ყველა ტექნიკურ ნომინაციაში. მან ჯამში 10 შესაძლებლიდან 6 ჯილდო მოიპოვა.

რაც შეეხება მთავარ კატეგორიებს: წლის ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა "სფოთლაითი", წლის რეჟისორის კატეგორიაში ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა "რევენანტის" რეჟისორმა ალეხანდრო ინიარიტუმ, წლის მსახიობი მამაკაცის ჯილდო ერგო ლეონარდო დიკაპრიოს ფილმისთვის "რევენანტი", წლის მსახიობი ქალისთვის კი პრიზი გადაეცა ბრი ლარსონს ფილმისთვის "ოთახი".

სხვა ნომინაციებს შორის გამორჩეული იყო წლის ანიმაციური ფილმის კატეგორია, რომელშიც "თავდაყირამ" მოიპოვა მთავარი პრიზი. წლის უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში უნგრულმა ფილმმა "საულის ვაჟმა" გაიმარჯვა, წლის საუნდტრეკის კატეგორიაში ჯილდო გადასცეს ბრიტანელ მომღერალ სემ სმითს ჯეიმს ბონდის ბოლო ფილმისთვის შექმნილი სიმღერისთვის, ხოლო წლის ორიგინალური მუსიკის ჯილდო 87 წლის ლეგენდარულმა იტალიელმა ენიო მორიკონემ აიღო.

View the English version on Georgian Journal: 'I do not take tonight for granted' - Leonardo DiCaprio finally wins his first Oscar
კომენტარები (11)
10:32 01-03-2016
ბებო
გაიხარე და გაბრწყინდი საქართველოს ლეომ ოსკარი აიღოოოოოოოო, ტაში ტუში :)))) ვაი....
00:45 01-03-2016
ნიკო
ძაან მაგარი სიტყვით გამოვიდა, უნიჭიერესია
19:01 29-02-2016
ლედი
რომ ჩაძინებოდა დარბაზში არ მისცემდნენ....
18:34 29-02-2016
воланд
ვულოცავ ლეოს!
15:06 29-02-2016
ოსკარი
დიდი ხნის წინ ეკუთვნოდა ამ კაცს....
იყიდება BMW 335 Turbo, მანქანა არის იდეალურ...
ბიგლის ლეკვები იმპორტი ხარისხის
იყიდება მოქმედი კომერციული დანიშნულ
სახლი არის ახალი აშენებული, იდეალურ მ
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები