არქივის კალენდარი
15:08 / 25-01-2016
"ხაჭა-fucking-პური" - ჰოლივუდის ვარსკვლავს მოსკოვში ხაჭაპური რუსულ კერძად გააცნეს
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფილმი "Deadpool"-ია. არაორდინარული სუპერგმირი, რომელიც "მარველის" კომიქსების მიხედვითაა შექმნილი, უცენზურო ლექსიკითა და ბევრი სისხლიანი სცენით გამოირჩევა. ფილმის (თებერვალში გამოდის მსოფლიოს კინოეკრანებზე) სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, მთავარი როლის შემსრულებელი რაიან რეინოლდსი მოსკოვს ეწვია.

პრესკონფერენციაზე მსახიობს ძალიან ბევრი კითხვა დაუსვეს, ერთ-ერთ ჟურნალისტს კი დააინტერესა, Deadpool რუსეთში რომ ცხოვრობდეს, რომელი იქნებოდა მისი საყვარელი საჭმელი. რაიანმა უპასუხა, რომ Deadpool-ს ჩიმიჩანგა უყვარს და ისეთი დასახელების უნდა შეარჩიონ, რომელიც ჩიმიჩანგასავით სახალისოდ გამოითქმება. "Deadpool-ს ჩიმიჩანგა უყვარს, ამიტომ უნდა შევარჩიოთ ისეთი დასახელების რუსული საჭმელი, რომელიც ასევე მსგავსად გამოითქმება და სახალისოა, დარწმუნებულია, Deadpool-ს ასეთი რამ მოეწონებოდა. ბორში ძალიან ადვილია". ამ დროს ჟურნალისტებმა მსახიობს ხაჭაპური დაუსახელეს, რაც რაიანს მოეწონა და გაიმეორა: "კი, ხაჭაპური. ხაჭა fucking პური".
კომენტარები (11)
09:41 26-01-2016
ზურა
დაიკიდეთ რა ხალხო, არ შეიძლება ყველაფერზე ავარდნა)), მართლა რამდენი შევა ეხლა მაგის ფეისბუქზე და დაუწყებს ახსნას რომ ხაჭაპური ქართული კერძია და არა რუსული და ქართველების სიამაყე და ა.შ)))
09:31 26-01-2016
ნია
ბრაიტონზე იყო ასეტი ბუბას რესორანი. იქ მენიუსი ეწერა "რუსკიე ბლუდა:ლობიო, საცივი, ტაბაკა და ა.ს."
06:30 26-01-2016
ამკ
სასაცილო კომენტარებია. დაქარტველოს ჯერჯერიბით ისეთი არაფერი აქვს რუსეთს რომ უნდა - თორემ აქამდე აფხაზეთი დაბრუნებული იქნებოდა. ევროპაში და ამერიკაში გაყიდულ პროდუქტებს რას შეეხება - ძალიან ბევრი რუსულ ებრაული კომპანიებისაა, ბევრი ისრაელშია გაკეთებილი, და საერთოდ რუსები ბიზნესში ისეთები არიან როგორიც საშუალო ქართველი.
00:24 26-01-2016
ხაჭაპური
აბა, ველოდები როდის აივსება რაიან რეინოლდსის ფეისბუქის კედელი წარწერებით "ხაჭაპური ქართულია". მიდით, თუ რუსების არ გეშინიათ :)
22:16 25-01-2016
ნატო
კი, მარტო ხაჭაპური რომ იყოს რაღა უშავს. გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მაღაზიათა ქსელში ვნახე იყიდება აჯიკა როგორც რუსების პროდუქტი...
იყიდება 292 მ2 სახლი,1000 მ2 მიწით ვაკეში,...
სასწრაფოდ! იყიდება ზაჰესში 2-სართულია
სასწრაფოდ! იყიდება 3 ოთახიანი ბინა. 3 სა
იყიდება ბინა; მის: თემქის მე-4 კვარტალი;
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები