არქივის კალენდარი
12:01 / 18-03-2016
ვინ არის გორელი ქალი, რომელმაც ჯარისკაცი დაწვა: "ყავაში საძილე აბები ჩაუყარა, ბინაში ბენზინი მოასხა, კარი ჩაკეტა და..."
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული თინათინ გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით გორში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ გორში ნაცნობ ახალგაზრდა მამაკაცს, მისივე საცხოვრებელ ბინაში, ყავაში საძილე აბები ჩაუყარა, რის შემდეგაც ბინაში ბენზინი მოასხა, ხანძარი განზრახ გააჩინა, კარი ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მძინარე მამაკაცი, სავარაუდოდ, კვამლით გაიგუდა. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

სამართალდამცველებმა ქალაქ გორში გვიან ღამით შენიშნეს ახალგაზრდა ქალი, რომლის ქცევაც ეჭვს იწვევდა. მან პოლიციელების დანახვისთანავე მიმალვა სცადა. სამართალდამცველებმა იგი გადამოწმების მიზნით შეაჩერეს. პოლიციამ, გოგონას ზედაპირული დათვალიერების შედეგად, მისი ერთ-ერთი ჯიბიდან ბინის გასაღები და მობილური ტელეფონი ამოიღო, რომლებიც, როგორც შემდეგ დადგინდა, გარდაცვლილ მამაკაცს ეკუთვნოდა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).
კომენტარები (3)
17:19 18-03-2016
გიო
იქნებ რა დაუშავა?
12:19 18-03-2016
მარი
რა სჭირს ამ ხალხს, ღმერთო, თვალის დაუხამხამებლად კლავენ ადამიანები ერთმანეთს, ქალებს რაღა დაემართათ?
18:42 17-03-2016
არრასამთავრობო მთავრობის კრესლოში
აჰა, რამდენით რამდენია უკვე?
იყიდება 292 მ2 სახლი,1000 მ2 მიწით ვაკეში,...
იყიდება ვაჟას-ფშაველას VI კვარტალში, გ
იყიდება ბაკურიანში, იაფად, კარგ ადგილ
სამი სართული მანსარდით, კაპიტალური შ
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები