არქივის კალენდარი
21:24 / 16-03-2016
საქართველოს ჩემპიონატზე მომხდარი ჩხუბის კადრები: დაჭრილია 2 ფეხბურთელი
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
თემქაზე მდებარე ერთ-ერთ სპორტკომპლექსში ფეხბურთელებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ახალგაზრდა დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი სხეულის მსუბუქი დაზიანებით სავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ლიგის მატჩზე მოხდა, სადაც "მარკ სტარსი" კახეთის "ალაზანს" მასპინძლობდა. შეხვედრა თემქაზე, სპორტკომპლექს "შატილში" მიმდინარეობდა და არსებული ინფორმაციით, თამაშს სტუმრები იგებდნენ. თვითმხილველთა ცნობით, ტრიბუნებიდან მოედანზე გულშემატკივრები შეცვივდნენ, რის გამოც მატჩი ჩაიშალა.

თუმცა, ინციდენტი ამით არ ამოწურულა. დაპირისპირება საფეხბურთო სტადიონის გარეთ გაგრძელდა, რის შედეგადაც ორი ფეხბურთელი დაჭრეს: გიორგი მურველაშვილი და აჩიკო ბოყაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს დაზიანებები ე.წ. "სპიცით" მიაყენეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ, ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები (2)
13:32 17-03-2016
არჩილი
აი კიდევ ერთი ნათელი მაგალითი რაგბისტები რითი ჯობიან ფეხბურთელებს...რაგბში სტადიონზე თამაშისას ჩხუბი რომ ხდება ეგეთი ამათ არც დაესიზმრებათ, მაგრამ სტადიონის გარეთ გამორიცხულია რაიმეს გაგრძელება,მოედანზე რჩება ყველაფერი.აი ესეთი"ვაჟკაცი" ფეხბურთელები რომ გვყავს იმიტომაც ვართ ფეხბურთში კარგად.
11:24 17-03-2016
shalva
გიორგი აფხაზეთში დაღუპული სპარტაკ მურველაშვილის შვილია. იცი ვის ურტყავ დანას თუ რაცაა? რა გვჭირს ასეთი უკურნებელი ქართველებს???
სასწრაფოდ! იყიდება 73 კვმ. ფართის 2-ოთახ
ბინა რომელსაც გამოიყენებთ როგორც საც
სასწრაფოდ! იყიდება ზაჰესში 2-სართულია
იყიდება ბინა დიდუბეში, პანთეონთან, თე
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები