არქივის კალენდარი
19:51 / 06-01-2016
დაღუპული სნოუბორდისტის ბოლო წუთები - ბაკურიანში მომხდარი ტრაგედიის დეტალები
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
ბაკურიანში მომხდარ ტრაგედიაზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მთის კურორტზე სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი დაიღუპა. ტრაგედია მცირე ზვავის ჩამოწოლამ გამოიწვია. სნოუბორდისტი მთიდან წამოსულ მცირე ზვავში მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა. ზვავის ჩამოწოლის დროს დიაკონაშვილი "კოხტა გორასა" და "დიდველს" შორის გაუკვალავ თოვლში თხილამურებით სრიალებდა. სამაშველო სამსახურის ბრიგადები მას რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

ნუგზარ დიაკონაშვილი 2015 წლის საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი იყო. ის 2018 წლის კორეის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, სადაც საქართველო უნდა წარედგინა.

ასევე იხილეთ: ბაკურიანში ტრაგიკულად გარდაცვლილი სნოუბორდისტის დაშვება კოხტაგორაზე
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყიდება 292 მ2 სახლი,1000 მ2 მიწით ვაკეში,...
იყიდება ვაჟას-ფშაველას VI კვარტალში, გ
სამი სართული მანსარდით, კაპიტალური შ
იყიდება ბაკურიანში, იაფად, კარგ ადგილ
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები