არქივის კალენდარი
12:40 / 25-03-2015
სუსტი გულის პატრონებმა არ უყუროთ - არგენტინელმა ეპისკოპოსმა 22 წლის გოგონას ეგზორციზმი ჩაუტარა (+18)
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
22 წლის გოგონას, სახელად ლორას, არგენტინაში, ბუენოს აირესის ეკლესიაში ეპისკოპოსმა მანუელ აკუნამ ეგზორციზმი გაუკეთა. იგი ძირს იყო გაწვენილი და რამდენიმე ადამიანი აკავებდა, ლორა კი "არა, არა"-ს ყვიროდა და ერთ-ერთი ქალის მიმართ, რომელიც პროცესს ესწრებოდა, შეურაცხმყოფელ სიტყვებს გაიძახოდა. ეპისკოპოსი იმეორებდა სიტყვებს: "დატოვე, დატოვე მისი სხეული ახლავე".

ეგზორციზმამდე ადგილობრივები ეკლესიაში შეიკრიბნენ და ლორას სულისთვის ლოცვა დაიწყეს. "დემონი არსებობს, ის რაიმე იდეა ან თეორია არ არის, ის აბსტრაქტული არ არის. ეშმაკი პიროვნებაა და ამასთან, აქვს სტრატეგია. ჩვენ ვსაუბრობთ რაღაც შემაძრწუნებელზე, ჩამოვარდნილ ანგელოზზე. ეშმაკი მეტაფორა არ არის. ეშმაკი რეალობაა, რომელსაც იესო ქრისტე დაუპირისპირდა", - მიმართა შეკრებილებს ეპისკოპოსმა.

განდევნის პროცესი დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა და დამთავრდა მაშინ, როდესაც ლორამ საშინლად დაიჩხავლა, თვალები დახუჭა და გამოფიტული ძირს დაეცა.
კომენტარები (37)
14:26 17-02-2016
manana
ჰაჰაჰაჰააა მაგრად აბოლებენ ხალხს!
13:35 17-02-2016
ჯემალა
ეგზორციზმი არაკიდე ის , მასხარაობა და ხალხის დაბოლებაა
09:59 17-02-2016
GM
ამ რიტუალს კათოლიციზმში ეგზოტცისმი, მართლმადიდებლობაში კი კვეთებული ქვია. აქ გამოგონილი არაფერი არ არის.
07:59 17-02-2016
s.s.s.f
ჩვენს მღვდლებს მაინც ვერ სჯობია იქაური მღვდელი.პოცედურა დიდხანს გაგრძელდა,აქ რომ ყოფილიყო მასეთი მომენტი,ჩვენი მღვდელი წამებში გაისტუმრებდა მოუსვლელეთში
17:20 16-02-2016
TOMA
RA MNİSHVNELOBA AQVS KATOLİKEA MUSULMANİ TU MARTLMADİDEBELİ SATANA YVELGANAA DA YVELA SARCMUNOEBA SATANİS ARSEBOBAS AGİAREBS AMİTOM YVELA SARCMUNOEBAS GAACHNİA MİSİ GANDEVNİS LOCVEBİ
სამი სართული მანსარდით, კაპიტალური შ
იყიდება 292 მ2 სახლი,1000 მ2 მიწით ვაკეში,...
იყიდება ბაკურიანში, იაფად, კარგ ადგილ
იყიდება ვაჟას-ფშაველას VI კვარტალში, გ
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები