არქივის კალენდარი
10:33 / 30-03-2016
ქეთევან ქარდავას და დაჭრილი კალათბურთელის ემოციური შეხვედრა
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
ბრიუსელში, ზავენტემის აეროპორტში მომხდარი აფეთქების დროს დაჭრილი ბრაზილიელი კალათბურთელი სებასტიან ბელინი ქართველმა ჟურნალისტმა ქეთევან ქარდავამ კლინიკაში მოინახულა. ბრიუსელის ტერაქტს გადარჩენილები კანადურმა ტელეკომპანია CBC-მა შეახვედრა ერთმანეთს. ემოციური შეხვედრა ბრიუსელის ერთ-ერთ კლინიკაში შედგა, სადაც ვეტერანი კალათბურთელი მკურნალობას გადის. ტელეკომპანიის ეთერში მალე მათი შეხვედრის ამსახველი სიუჟეტიც გავა.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" კორესპონდენტი პირველი იყო, რომელმაც ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შესახებ აცნობა მსოფლიოს. მისმა ფოტოებმა ჯერ სოციალური ქსელი, შემდეგ კი მსოფლიოს ცნობილი გამოცემები მოიარა. ერთ-ერთი პირველი, ვინც მან ფოტოზე აღბეჭდა, მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი იყო, რომელიც მოგვიანებით გაირკვა, რომ ბრაზილიელი კალათბურთელი იყო. 37 წლის კალათბურთელი აფეთქების ადგილიდან 20 მეტრში იმყოფებოდა და სერიოზული დაზიანებები მიიღო, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.

ქარდავამ შეხვედრის შესახებ "ფეისბუქზე" პოსტი დაწერა: "მადლობა სებასტიანს. ყველაზე ემოციური დღე ჩემს ცხოვრებაში. სებასტიანი დარწმუნებულია, რომ ბედისწერამ გადაგვარჩინა. მკურნალობს და ყველაფერი კარგად იქნება".
კომენტარები (7)
17:58 31-03-2016
ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს
ესენი რომ დაქორწინდნენ მაგარი იქნებოდეს იქნებოდა იქნება .)))
23:52 30-03-2016
გოგა.
ძან საყვარელი გოგო ხარ ქეთი.!
17:03 30-03-2016
ქეთევან ქუთათელაძე
ერთი საამაყო ქართველი. იმრავლეთ
16:35 30-03-2016
ლალი
უფლის გარეშე ადამიანს თმის ღერის არ ჩამოვარდებაო.იყოს ნება უფლის
14:17 30-03-2016
თემრაზ
შენ გაიხარე ქეთინო შენ საყვარელ ადამიანებთან ერთად
იყიდება 292 მ2 სახლი,1000 მ2 მიწით ვაკეში,...
იყიდება ბაკურიანში, იაფად, კარგ ადგილ
სამი სართული მანსარდით, კაპიტალური შ
იყიდება ვაჟას-ფშაველას VI კვარტალში, გ
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები