არქივის კალენდარი
21:14 / 22-03-2016
როგორ გადააქვთ 47 მეტრიანი ხე ციხისძირიდან გურიაში
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
ციხისძირის სანერგე მეურნეობიდან 47 მეტრი სიმაღლის ტიტას ხის გადატანა განხორციელდა. ორი ტვირთმზიდი სპეცმანქანა 640 ტონა მასის ზღვის ნაპირამდე მიტანას ცდილობდა.

კომპანია "ზიმოს" ინჟინრის ირაკლი შანავას ინფორმაციით, ხე დაახლოებით 50 ტონას იწონის, დანარჩენი კი ხის ფესვების გარშემო მიწის მასა და პლატფორმისთვის საჭირო მასალაა.

ორი ტვირთმზიდი სპეციალურ პლატფორმაზე მოთავსებულ ხეს 150 მეტრ მანძილს გაატარა და ზღვის ნაპირზე მიიტანა.

სანაპიროზე მდგომ ბარჟამდე მისასვლელი გზის გაყვანა დილით დაიწყო და 17:00 საათისთვის დასრულდა.

მსგავსი სიდიდის ხის გადარგვა საქართველოში პირველად ხორციელდება.
ციხისძირიდან ხე გურიის დენდროლოგიურ პარკში გადაირგვება.

ავტორი: ნინო ხოზრევანიძე
კომენტარები (44)
11:12 24-03-2016
2
https://www.youtube.com/watch?v=ZW731tRgatk&feature=youtu.be&app=desktop
11:01 24-03-2016
ვერ ვხედავ პრობლემას !
ვერ ვიგებ ვინმე ერთმა ადამიანმა ,რატომ უნდა მოუგვაროს ამ ხალხს პრობლემა.ან ვისი რა საქმეა რა ჰობი აქვს.უბრალოდ პატარა ქვეყანაა და ყველაფერი ჩანს ...ეჭვი მეპარება რომელიმე ქვეყანაში ასე დაწვრილებით იცოდნენ თავიანთი მილიარდერების გატაცებები.მე უბრალოდ მიხარია ჩასაფრებული მხარე სხვა საშინელებებს რომ ვერ პოულობს,ეტყობა ისეთი არაფერი ხდება,თორე ხელისუფლების დაკარგვის მერე ბუზის სპილოდ გადაქცევის მეტს არაფერს აკეთებენ.
21:57 23-03-2016
ძალიან მაგარია!
გინესის რეკორდების წიგნში შევდივართ. უნიკალური შემთხვევაა. მაგარია! მაგრამ როგორც მოქალაქეს მაინტერესებს, ის მიწის დიდი ნაკვეთი რომ ჰქონდა მითვისებული ვიღაცას ყალბი დოკუმენტით, ეს საქმე გამოიძიეს? ვინც გააყალბა გაიგეს? როდის დაიჭერენ გამყალბებელს????????
20:11 23-03-2016
ნანიკო
ტვინგამორეცხილებოოოოოოოო ხალხს მიხედეთ!!!!!ხეებს გაანებეთ თავი!!!!!!!
19:51 23-03-2016
მარი
რაშიც უნდა იმაში დახარჯოს,მაგრამ საქართველოს ყიდვაში რომ ხარჯავს ამიტომ წუხს ხალხი.ეს კაცი არის საქართველოს გამყიდველი,ვინაიდან ყიდვა თუ შეუძლია,ესე იგი გაყიდვის უფლებაც აქვს.მყიდველი კი რა თქმა უნდა პუტინია(ნებისმიერ ფასად)....
იყიდება კერძო სახლი, ნაძალადევის მეტ
სახლი მ,გურამიშვილიდან 150 მეტრში. კაკა
იყიდება.
იყიდება ბინა დიდუბეში, პანთენთან, თევ
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები