არქივის კალენდარი
22:48 / 17-03-2016
როცა პრეზიდენტი სექსზე ლაპარაკობს, ეს ქვეყნისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფაა - სალომე ზურაბიშვილი
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
დღეს ყველაზე დიდი ტერორი მიდის ღირებულებებზე, - განაცხადა ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა გადაცემაში "20/30". როგორც მან აღნიშნა, ფარული მიყურადება და თვალთვალი წინა ხელისუფლების წევრების საქმიანობა იყო, მათი განცხადებები არის "სრული უტიფრობა" და საზოგადოება აძლევს მათ ამ "სრული უტიფრობის უფლებას". სალომე ზურაბიშვილის აზრით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იმას აბრალებენ მოქმედ ხელისუფლებას, რასაც თავად აკეთებდნენ.

რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილის განცხადებებსა და მხარდაჭერას ინტერნეტ ტერორის მსხვერპლთა მიმართ, ზურაბიშვილის აზრით, არ არის საჭირო "კაი ტიპობა" და სექსზე ღია საუბარი.

სალომე ზურაბიშვილი საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სააგენტომ შეცდომა მალევე გამოასწორა და მსგავსი შეცდომა ნებისმიერ სააგენტოს შეიძლება მოუვიდეს.
კომენტარები (27)
11:59 08-04-2016
---
მსჯელობა არის საკმაოდ სწორი
12:24 19-03-2016
ზაზა
:D რა ქნას კაცო ამ პრეზიდენტმა?! ქვეყნის მართვას არავინ ეკითხება და სექსზეც არ ისაუბროს...
11:29 19-03-2016
კირა
გამოჭერილი ყავთ ნაცებს და აბა რა ქნას. იმდენი ბოროტება თესეს ,რომ კარგა ხანი მოვიმკით ნაყოფს.ხელისუფლება,რომელიც ნაცების დაკრულზე ცეკვავს ისევ, შესაცვლელია,მაგრამ არა ისევ ნაცების მორჩილებში მყოფი ვითომ ოპოზიციის მიერ.ახია,ეკოაბიტაციონ ახლა იმ ურცხვ,ბოროტ საბოტაჟნიკებს!
01:35 19-03-2016
მიონ
Eგეც ტკვენი ელიტა
16:16 18-03-2016
დათო
პრეზიდენტს მეტი თავდაჭერილობა მართებს,აი ამაშიც ჯობია მას ყოფილიც და ახლანდელი პრემიერიც,ხოლო ჩანაწერებს ეს ნაცების საქმეა და გავრცელებაც მათით ხდება,რათა რამდენადაც სასაცილო არ უნდა იყოს ახლანდელ ხელისუფლებას აბრალოს თავიანთი ცოდვანი.
მანქანა არის ძალიან კარგ მდგომარეობა
იყიდება კერძო სახლი, ნაძალადევის მეტ
იყიდება ბინა დიდუბეში, პანთენთან, თევ
269 მ2 სახლი, 340 მ2 მიწის ჩათვლით,...
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები