არქივის კალენდარი
10:57 / 10-03-2016
დიანა ჯოჯუას უადგილო სიცილი მაშინ, როდესაც ობოლაძე სამწუხარო ამბის შესახებ საუბრობდა
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
მაშინ, როდესაც "კურიერის" დასკვნით, სპორტის ბლოკში დიმა ობოლაძე გამორჩეული ქართული მეკარის, აკაკი დევაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ საუბრობდა და მაყურებელს სპორტსმენის დახმარებისკენ მოუწოდებდა, მოულოდნელად დიანა ჯოჯუას სიცილი აუტყდა, რასაც ობოლაძის შესაბამისი, სრულიად ლოგიკური რეაქცია მოჰყვა. "ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვხვდები, რა არის სასაცილო", - უპასუხა ობოლაძემ ჯოჯუას. როგორც ჩანს, კადრს მიღმა რაღაც სასაცილო მართლაც ხდებოდა, რადგან დიანა ჯოჯუამ სიცილის გარეშე ახალი სიუჟეტის გამოცხადებაც კი ვერ მოახერხა.

ასევე ნახეთ| დიმა ობოლაძე ეთერში ატირდა - წამყვანს საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების გამოცხადება მოუწია
კომენტარები (44)
11:22 13-03-2016
სიმართლე
ნინო ჭანტურაიას რომ გაეცინა ბენდუქიძის რეპორტაჟზე და ჩერგოლა, ნანუკა და დანი მისნი რომ გამოვიდნენ და გათავისუფლება და ბოდიშები მოითხოვეს მისგან ეხლა რატომ სდუმან?
17:54 12-03-2016
ლელა
ამის ბედნიერი სახე არ მავიწყდება იმედის დარბევის დროს. ცუდ ამბებზე სიცილი ემართება, ესაც ერთგვარი დაავადებაა!
13:10 12-03-2016
თათა
ყველაფერს ააქვს საზღვარი. ესეთ გამოცდილ ჟურნალისტს ესეთი სისულელე არ უნდა ემართებოდეს. მარტო ტექსტის დაზეპირება არის ჟურნალისტობა?
21:57 11-03-2016
მე მომწონს რომ იცინიან
18:40 11-03-2016
ელგუჯა
თავმოყვარე ტელეკომპანია უცერემონიოდ გაათავისუფლებდა სამსახურიდან და მაყურებელს ბოდიშს მოუხდიდა!
სასწრაფოდ! იყიდება 73 კვმ. ფართის 2-ოთახ
ბინა რომელსაც გამოიყენებთ როგორც საც
სასწრაფოდ! იყიდება ზაჰესში 2-სართულია
იყიდება ბინა დიდუბეში, პანთეონთან, თე
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები