არქივის კალენდარი
10:35 / 12-02-2016
ერთი თვის ჩამოსულია რაიონიდან და მიკროფონი უჭირავს ხელში - "უცნობი" ჟურნალისტზე
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
გადაცემა "2030"-ში გია გაჩეჩილაძემ "მაესტროში" მიმდინარე მოვლენები განიხილა და აღნიშნა, რომ უნდა გამოაშკარავდეს ყველა ის მეშანტაჟე, ვინც ამ პროცესებშია ჩართული.

"ახლა მირეკავს ჟურნალისტი და ვეუბნები, ხომ გავაკეთე ამაზე განცხადება, მეტი რაღა უნდა ვთქვა-მეთქი?! არა, მაინც აგრძელებს... ჟურნალისტი, რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს ჟურნალისტურ სფეროში, პირდაპირ არის ერთი თვის ჩამოსული რაიონიდან და მიკროფონი აქვს ხელში დაჭერილი. არ შეიძლება ასე, არა!... მე არ ვიცი, რა დავარქვა ამას, მაგრამ შეურაცხყოფილი ვარ იმიტომ, რომ ასე მგონია, გადაბაძე ეთერი მართავს ქვეყანას და გვარამია ნიკოლოზი. აშანტაჟებენ ხალხს, აშანტაჟებენ ხელისუფლებას და გააქვთ თავისი" - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

ასევე იხილეთ: ვინ არის ჟურნალისტი, რომელსაც "უცნობმა" "რაიონიდან ერთი თვის ჩამოსული" უწოდა
კომენტარები (33)
21:20 16-02-2016
უსახელო
ნამდვილი თბილისელი არ დაამეტებს თავს არავის და არც რაიონიდან ჩამოსულს უნდა აუვარდეს თავში იმიტომ რომ თბილისში ყოფნა არაფერს არ ნიშნავს და რა გონიათ თბილისი ვერ გავიგე,ინსტიტუტი ერთია და რომ მორჩებიან სწავლას მაინც არ მიდიან ყველას თბილისში უნდა ცხოვრება,მერე ჩივიან გენმოდიფიცირებულია ყველაფერიო,არ ჯობია დალოცვილო ჩვენთან სოფელში მოყვანილი პროდუქტი ვიყიდოო.სოფელში გადამხმარია ყველაფერი,არავის აგარ უნდა მუსჰაობა მიწაზე ყველას ქალაქელობა უნდა,სანამ ქართველი კაცი შრომის ფასს და საკუთარი მიწის სიყვარულს არ ისწავლის*ყველაზე არ მაქვს საუბარი რათქმაუნდა( არაფერი გვეშველება
04:57 15-02-2016
გურამი ახალციხე
სოფლელი ვარ მეგობრებო,სოფელში დაბადებული გაზრდილი.ადამიანობას გამორიცხავს სოფლელობა ? თუ რაშია საქმე? ჩემმა ბიჭი ვერ სწავლობს ჰარვარდში, გზებს აგებს როცა სამუშაოებია სამაგიეროდ იცის რომ ლუკმა რომელსაც შოულობს მშიერს თუ არ გაუყო ადამიანი არაა, არ ყავს მანქანა მაგრამ იცის რომ, ქალს არასდროს არ უნდა მიაყენოს შეურაწყოფა. როგორიც არუნდა იყოს ის, არ ყავს გავლენიანი ნაცნობები მაგრამ იცის რომ არასდროს არავინ უნდა ჩაუშვას სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს ეს, არ აცვია კარგი ტანსაცმელი მაგრამ მაინც მადლობელია იმის რაც აქვს. აქ ჩემი შვილის ნაირი აქ ბიჭების უმრავლესობაა. დაგვცინეთ შოფლელობის გამო მაგას ავიტანთ
09:47 15-02-2016
კახეთი
იმ თბილისელების გასაგონად ვწერ ვისაც აწუხებს ჩვენი ბოგინი თბილისში : გაგვიხსენით რაიონებში უნივერსიტეტები და დავრჩებით აქ,მე იმ რაიონიდან ვარ საიდანაც ხარება ჯიბუტი, გოგია კენკიშვილი და ილო მებურიშვილი.იყვნენ.კაცების რომლებიც : ვაჟკაცობის, არ ჩაშვების, გლეხების გვერძე დგომის, ერთმანეთის გატანის, სამართლიანობის და ადამიანობის სიმბოლოები არიან დღემდე, გამოდით რომელი ხართ ამ სოფლელ ვაჟკაცეზე მეტი კაცი, აქ დღემდე ბიჭებს მათ მაგალითზე ზრდიან და დამერწმუნეთ თვითოეული, ჩვენს ბიჭებთან თქვენი ვაკელი შთამომავლობა ახლოსაც ვერ მოვა. თუ არ გჯერათ გვესტუმრეთ ოღონდ კაცურად)))))
15:49 13-02-2016
ქქქ
ერთხელ ხარაგოულში ვიყავი სტუმრად და იქაური ვითომ 'კაი ტიპი" ყვებოდა როგორ ურტყამდა ციხეში ქალაქელებს, ვერ ვიტან მაგათ, მაგათი დედაო, მე მაგიდა დავტოვე და გარეთ გამოვედი, იმის შემდეგ ჩამთვალეთ იმ ტიპის ჩაუქრობელ მტრად არ მიყვარან ჩამოსულები.ჩამოვლენ და მიდიან ყველანაირ სამსახურში, მერე მიიწევენ წინ და თანაც ქალაქელი სულით და ხორცით ადამიანებად აღზრდილი ბიჭები მაგათი დასაცინი ხდებიან. იმის მაგვრად ერთმანეთს როგორც ქართველს პატივს ვცემდეთ და ვუფრთხილდებოდეთ ასეთი ბოღმები ვართ.ქალაქელობა ადამიანს ხორცში და სულში უჯდება რა უბედურებაა ამ სიტყვით ასე გაღიზიანება.დიდხანს ვმუშაობდი სტუდქალაქში და ჩემზე კარგად არავინ იცის როგორები ჩამოდიან და როგორები ხდებიან მერე და ეს მხოლოდ იმიტომ რომ მათვის მთავარი არ არის მნიშვნელოვანი, რა არის მთავარი? ეს ისედაც ჩანს.
15:13 13-02-2016
444
ნიკას, აი "ასტვაც",ეს მიშა მესხია ხომ "კაი ქალაქელი ტიპი" არაა,მეორე კიდეც "გრეჩიხა ვტაროი" არაა?აი ესაა უბედურება თქვენი "ხოხობოვიჩების",ეს გგონიათ თქვენ ქალაქელობა,ათკუბიან დოზას რომ შეიშხაპუნებთ და ჰერიი... "ვაგონი მიჰქრის...",რაც მთავარია ვაკელია ტო და აბა კაი ქალაქელი ბიჭი არ იქნება?თანაც რა დაბნედილი მზერა აქვს?
იყიდება BMW 335 Turbo, მანქანა არის იდეალურ...
სახლი არის ახალი აშენებული, იდეალურ მ
იყიდება მოქმედი კომერციული დანიშნულ
ბიგლის ლეკვები იმპორტი ხარისხის
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები