არქივის კალენდარი
12:14 / 08-02-2016
დეკანოზი ქადაგებისას ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აკრიტიკებს - "ეს კანონი თავისთავად აბსურდია"
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რაც რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის ფულადი ჯარიმების დაწესებას ითვალისწინებს, საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თემაზე საკუთარი მოსაზრება დეკანოზმა თამაზ ლომიძემ ქადაგებაში დააფიქსირა. ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს და სასულიერო პირის შეხედულებას ინტერნეტსაზოგადოების დიდი ნაწილი დადებითად აფასებს.

"ეს კანონი თავისთავად აბსურდია. როგორ შეიძლება, რელიგიური გრძნობებისთვის დააჯარიმო ადამიანი. ვინ იცის, რა არის რელიგიური გრძნობები, ზოგისთვის ეს არის რელიგიური გრძნობები, ზოგისთვის ის... თან უამრავი რელიგია არსებობს... ან რომელმა მოსამართლემ უნდა გაარჩიოს ეს საქმე, რომელ მოსამართლეს აქვს ეს კომპეტენცია, რომ ამაზე გამოიტანოს განაჩენი...", - ამბობს დეკანოზი ქადაგებაში.
კომენტარები (5)
13:49 09-02-2016
ოტო
ეჭვს იწვევს ამ მამაოს რწმენა ჭეშმარიტებაზე ანუ მართმადიდებლობაზე
13:28 09-02-2016
დათო
მიხარია, რომ მამა თამაზს პირადად ვიცნობ. ძალიან კარგი ადამიანია, უაღრესად განათლებული და უამრავი ქართველის ერთადერთი იმედი შორეულ გერმანიაში. წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია მიუნჰენში მცხოვრებ ქართველთათვის არის საქართველო გერმანიაში, ხოლო მამა თამაზი მათი სულიერი მამა და დიდი იმედი. გული სიხარულით მევსებოდა, როდესაც ვხედავდი კვირა დილას ჩვენებურების ოჯახებით მოსვლას ტაძარში, გაბრწყინებული სახეებით, როდესაც ხედავ თუ როგორ უყვართ ამ ადამიანებს ეს ტაძარი და თავიანთი სულიერი მამა. განსაკუთრებით ვიხსენებ მამა თამაზის და ქართველი ბავშვების ურთიერთობას და სიყვარულს. პირადად მე და ჩემს მეუღლეს მიუნჰენში ყოფნა მოგვიწია ჯანმრთელობის პრობლემის გამო და ამ ძნელ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა ვიგრძენით მამა თამაზის და ქართველი მრევლის მხრიდან. ჩემი თვლით ვხედავდი, თუ როგორ ადგენდნენ მამა თამაზი და მრევლის წევრები მორიგეობის და დახმარების გეგმას იმ ქართველი ავადმყოფებისათვის ვისაც გერმანიაში სხვა პატრონი საერთოდ და დრობით არ ჰყავდა. დიდი მადლობა თქვენ, მამა თამაზ და ჩემო ქართველო დებო და ძმებო!!!!!
11:22 09-02-2016
გიორგი
ჯაჭვლიანს უაზრო საკანონდებლო ინიციატივებს ურჩევნია იმაზე აგოს პასუხი სად წაიღო მკლავჭიდელების ფული. მთელი ფედერაცია რომ გადაიმტერა.
15:21 08-02-2016
გეგი
გენაცვალეთ მამაო ღმერთმა გაგაძლიეროთ და გააძლიეროს ჩვენი უწმინდესი და ჩვენი ერი!
13:09 08-02-2016
ჯემალა
აჩვენეთ ეს ვიდეო ჯაჭვლიანს
იყიდება 292 მ2 სახლი,1000 მ2 მიწით ვაკეში,...
იყიდება ბაკურიანში, იაფად, კარგ ადგილ
იყიდება ვაჟას-ფშაველას VI კვარტალში, გ
სამი სართული მანსარდით, კაპიტალური შ
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები