არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
11:49 / 28-01-2016
"პროფილს" შესაძლოა, ეთერში გასვლა აეკრძალოს - პარლამენტარი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერით გადის მაია ასათიანის გადაცემა "პროფილი" ბავშვთა სუიციდის შესახებ. ამის თაობაზე პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და თხოვნით მიმართავს "რუსთავი 2"-ს, არ გაუშვან ეთერში ბავშვთა სუიციდის შესახებ მომზადებული გადაცემა.

" მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება მედიასაშუალებით სუიციდის ფაქტების გაშუქებასთან დაკავშირებით. რამდენიმე თვის წინ კომიტეტთან შევქმენით სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც შედიან ცნობილი ჟურნალისტებიც. დღეს მედიასაშუალებებით სუიციდის ფაქტების გაშუქების რაოდენობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. აქ ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ: - პირველი, სუიციდის შემთხვევები, რომლებიც სამწუხაროდ, ხშირია ჩვენს ქვეყანაში და მეორე, თავად ამ შემთხვევების მედიასაშუალებებით გაშუქების საგანგაშო მდგომარეობა. ეს არის ადამიანის განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც საინფორმაციო პროპაგანდის შედეგად შესაძლოა დასაშვები და მაპროვოცირებელი გახდეს სხვისთვისაც. ასევე, ეს განსაკუთრებით დამთრგუნველია მსმენელისთვის. რა თქმა უნდა, ამ პრობლემას მედიასაშუალებები ვერ მოაგვარებენ, ამაზე სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ყველა მიმართულებით, მაგრამ მედია, როგორც საზოგადოებრივი აზრის შემქმნელი ყველაზე მძლავრი საშუალება, ხელს უწყობს ადამიანის ცნობიერებაში ამ ფაქტის დაშვებადობას.
ეს არ არის კრიმინალი, რომელიც შეიძლება შესაბამისი უწყებების არაკომპეტენტურობის გამო ხდებოდეს ქვეყანაში და ამაში ბრალი დავდოთ ვინმეს. ეს არის განსაკუთრებული ფსიქიკური შემთხვევა, რომლისგანაც არავინ არ არის დაზღვეული, არც ერთი ქვეყანა. ჩვენ ეს სიმშვიდის უფლებას არ გვაძლევს და სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ყველა მიმართულებით გატარდეს შესაბამისი ღონისძიება, მათ შორის, მედიასაშუალებებით სუიციდის ფაქტების ფართომასშტაბიანი პროპაგანდის შეზღუდვა.
სწორედ ამ თხოვნით მივმართეთ მედიასაშუალებებს რამდენჯერმე, მაგრამ უშედეგოდ. უფრო მეტიც, დღეს მომზადებულია გადაცემა ბავშვთა სუიციდის შესახებ, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება.
მივმართავ "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობას, დაიცვან ბავშვთა უფლებები და ნუ გამოიყენებენ ამ თემას საკუთარი პიარისთვის. ნებისმიერი პიროვნება, ჟურნალისტია ეს თუ პოლიტიკოსი, სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ჩვენ მივისწრაფვით ევროპული ღირებულებებისკენ და უმთავრესი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს, მით უმეტეს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
კომენტარები (44)
20:59 12-04-2016
ქქქ
კარგი არაფერი ხდება მაია ჩვენთან./? ერთხელ, თუნდაც ერთხელ თუ გქონდათ გადაცემა პედაგოგებზე, ისინი ადამიანები არ არიან, თუნდაც ის პრობლემა რომ გაუთხოვარი ქალების 70 პროცენტი პედაგოგია, იქნება ამით დაინტერესებულიყავით. რა უბედურებაა უპატრონოდ მიტოვებული ბავშვების უბედური შემთხვევები და კიდევ, როგორ დგეხარ მაია, ასე უნდა იდგეს ქალი? ესეც ხომ გადაცემის თემა არ არის?წაიკითხე ეთიკის წესები,ბოლოს და ბოლოს ტელევიზიაში ხარ,...
15:08 07-04-2016
უცნობი
დიდიხანია ვუყურებ პროფილს და ბევრი მზიმედ მოსასმენი ისტორიებია, მაგრამ ბევრი საინტერესო თემებიც არის. ისე უმჯობესია უხეში კომენტარებისგან თავი შეიკაოთ. პროფილში ბევრი საინტერესო თემებიც ყოფილა და ამავე დროს სახალისოც. ადამიანები ვართ და ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ.მაია ასათიანი ჟურნალისტია და სხვათაშორის არც ურიგო.ეს გადაცემა ცხოვრებისეულია და ხომ შეიძლება ჩვენს ცხოვრებაში შეცდომები არ დავუშვათ . ზოგიერთი მშობლისთვის ჭკუის სასწავლებელია, ზოგ მშობელთან ბოდიშს ვიხდი. ეს ფაქტი პედაგოგებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ უხეშად არ შეეხონ მოზარდის თავმოყვარეობას.
14:13 06-02-2016
წწწ
მაია ასათიანი ის პირუტყვია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომელიც ფულის გულისთვის ყველაფერზე წავა, მაია ასათიანს სამშობლო სათამაშო ბურთი გონია და მისი ხალხი სათამაშოები, როგორც უნდა ისე შეეხება მათ და თუ სურვილი გაუჩნდება მდუღარეშიდაც ჩაყრის. სად პოულობენ ეს ტელევიზიები ამ ქაჯებს, მაინც და მაინც მანქანა უნდა იყიდო, რომ ისეთი გადაცემა მოაწყო ბევრი ფული მოგცენ?. რატომ არ აკეთებთ გადაცემებს მასწავლებლებზე, ბავშვებზე, ნიჭიერებსა და უნიჭოებზე, წესიერებზე და უწესოებზე, კარგად აღზრდილებზე და ცუდად აღზრდილ ბავშვებზე. არა! ეს არ უნდათ, ამას თურმე რეიტინგი არ აქვს და მიმიყრია ქვა და ღორღი ასეთი ტელევიზიებისთვის.
14:04 06-02-2016
ნათია
ვერ ვხსნი და ვერც ამოვხსნი ალბათ რა უნდათ ამ ტელევიზიების თანამშრომლებს, რეიტინგი? მაშინ გააშიშვლონ ქალები და კაცები ეკრანზე და თვალს არავინ მოწყვეტს მათ ტელევიზიას. რა უბედურებაა ამ თვითმკვლებობების ხილვა ტელევიზიიდან, თუ ის უნდა ვაჩვენოთ როგორ , რა ხერხით შეწყდეს ქვეყანაში ეს ქმედება.
17:50 03-02-2016
ლალი
ყურება გვინდა მარია კურება ნამდვილად არა
იყიდება ბინა; მის: თემქის მე-4 კვარტალი;
სასწრაფოდ! იყიდება ზაჰესში 2-სართულია
კრწანისის N21 სასწრაფოდ იყიდება 3 ოთახი
იყიდება ვაკეში, ტ. ტაბიძის ქუჩა #37ა-ში მ
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები