არქივის კალენდარი
10:19 / 15-01-2016
გიგი უგულავა ცოლს დაშორდა - ყოფილი მერი ოჯახის დანგრევაზე ციხიდან საუბრობს
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ლელა კილაძესთან დაშორების შესახებ წერს.

"მე არ მჩვევია და არც მიყვარს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი. ამჯერად გამონაკლისს დავუშვებ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ბულვარული და ყვითელი მითქმა-მოთქმა. მოკლედ, მე და ლელამ 6-წლიანი ერთად ცხოვრების შემდეგ გაშორება გადავწყვიტეთ. ეს გადაწყვეტილება დიდი ხანი მწიფდებოდა და ურთიერთშეთახმებით მივიღეთ. ასე რომ, ნურც მე და ნურც მას ნუ დაგვძრახავთ, ჩვენო საერთო მეგობრებო! ჩვენ, ჩვენი ბავშვების გარდა, საერთო შვილი ალექსანდრე გვყავს, რომელზე ზრუნვა გაგვაერთიანებს" - წერს უგულავა.
კომენტარები (11)
19:53 17-01-2016
666
ხშირად,საზოგადოებისაგან იზოლაცია გაძლევს საშუალებას დაუფიქრდე ცხოვრებას,მიიღო სწორი გადაწყვეტილება.ინტელექტით და ვიზუალურადაც გიგი უკეთესის ღირსია.
15:29 16-01-2016
მაკა
ამიტომ ჩემო გიგი, ნორმალური ცოლი რო გყავდა და მშვენიერი ოჯახი, არ უნდა დაგენგრია. ეგეთი ქალები გაჭირვების დროს როგორ იქცევიან არ იცოდი? ახლა ხო იცი
18:19 15-01-2016
Y
ბიუჯეტის ფულით ავსტრიაში რომ ამშობიარა 20 ათას ევროდ და მთელი სანაცეთი ყავდა წაყვანილი დასასწრებად 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, მქშინ კარგი ქმარი იყო:))) ხალხი ვინც ქმ მთავრობას ლანძღავს იმათ თავში ჩამახედა ნეტავ!
17:08 15-01-2016
კახა
ა ბიჭო ქალი , გაჭირვების დროს გამოსდო კვანტი .
15:31 15-01-2016
@
სამწუხაროა, რომ პირადი ტრაგედიაც დაემატა. მოგვწონდა თუ არ მოგვწონდა როგორც მერი, ეს სხვა საქმეა. ნიჭიერი ახალგაზრდა კაცია და მომავალი (პირად ცხოვრებაში მაინც)მასზეა დამოკიდებული. ვუსურვოთ გაძლება. მეტი რა შეგვიძლია.
იყიდება 292 მ2 სახლი,1000 მ2 მიწით ვაკეში,...
იყიდება ბაკურიანში, იაფად, კარგ ადგილ
სამი სართული მანსარდით, კაპიტალური შ
იყიდება ვაჟას-ფშაველას VI კვარტალში, გ
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები