არქივის კალენდარი
20:02 / 07-01-2016
ციდან დანახული ალილო თბილისში - ულამაზესი საშობაო სანახაობა
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
თბილისში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა. ალილოს მონაწილეებმა მსვლელობა 14:00 საათზე, ვარდების მოედნიდან დაიწყეს. ალილოს მონაწილეებს შორის იყვნენ სასულიერო პირები, მრევლი, ბავშვები, მწყემსები, "მოგვები". ღონისძიებაში ფიგურირებდნენ კამეჩები ნობათით დატვირთული ურმებით, ვირი, დეკორატიული სპილოები, აქლემები, კუ, ჟირაფი.
მოგვიანებით მსვლელობა დედაქალაქის საკრებულოს წინ შეჩერდა, სადაც მეალილოეებს შობა-ახალი წელი დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დეპუტატებთან ერთად მიულოცეს და მათ ტკბილეული გადასცეს.
ალილოს მონაწილეთა ჯგუფი დალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ.

ავტორი: ირაკლი გედენიძე
©PALITRATV.GE

View the English version on Georgianjournal.ge: Alilo in Tbilisi as seen from the sky – A beautiful Christmas event


ნახეთ კიდევ 1 ვიდეო თემაზე: პატრიარქმა პრემიერ-მინისტრი და ალილოს მონაწილეები დალოცა
იხილეთ ასევე:
უფლისციხის მშვენიერებას ახლა თქვენ ციდან დაინახავთ - ეს საოცარი სანახაობაა!
ხორბლის მინდვრები და ვენახები შემოდგომისფერ კახეთში - შთამბეჭდავი სანახაობა ციდან!
შუასაუკუნეების ციხესიმაგრე და შაორის ტბის ულამაზესი ხედები - ეს ვიდეო რაჭას კიდევ უფრო შეგაყვარებთ!
დაინახეთ სიღნაღი ციდან - ეს ვიდეო "სიყვარულის ქალაქს" ხელახლა შეგაყვარებთ!
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყიდება ვაჟას-ფშაველას VI კვარტალში, გ
სამი სართული მანსარდით, კაპიტალური შ
იყიდება 292 მ2 სახლი,1000 მ2 მიწით ვაკეში,...
იყიდება ბაკურიანში, იაფად, კარგ ადგილ
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები