დღის სიახლეები
არქივის კალენდარი
13:28 / 06-01-2016
"შვილმა ჩემ თვალწინ მოიკლა თავი..." - ყინვაში დარჩენილი 74 წლის ქალი PALITRA TV-ის რეპორტიორმა თავშესაფარში გადაიყვანა
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
5 იანვრის ღამეს, როდესაც თბილისში ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსამდე დაეცა, PALITRATV.GE იმ ადამიანების მოსანახულებლად გავიდა ქუჩებში, რომლებსაც თავშესაფრის არქონის გამო ყინვაში, ღია ცის ქვეშ უწევთ გათენება.

ჩვენთვის ცნობილი იყო თბილისის მერიის მზადყოფნა, რომ მიუსაფარებს ლილოს თავშესაფრის დროებითი მომსახურება შესთავაზოს. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც თბილისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიპოვეთ, სწორედ ლილოს თავშესაფარში გადაყვანას ვთავაზობდით. ასე გავიცანით 74 წლის ჟოზეფინა ღლონტი, რომელიც მხოლოდ იმის გამო ათევს ქუჩაში ღამეს, რომ 1 წლის წინ მისმა შვილმა თავი საკუთარ სახლში, მისსავე თვალწინ მოიკლა... ამ ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ ის სახლში აღარ შესულა.

PALITRATV.GE-ის რეპორტიორის ზარს 112-ში მალევე მოჰყვა რეაგირება. ყინვაში დარჩენილი ჟოზეფინა ღლონტი საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ლილოს თავშესაფარში გადაიყვანა, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და თბილი ოთახი დაუთმეს. 74 წლის მოხუცს ფსიქოლოგიურ დახმარებასაც გაუწევენ. ლილოს თავშესაფრის წარმომადგენელი PALITRATV.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ ჟოზეფინა ღლონტით უშუალოდ დედაქალაქის მერი დავით ნარმანია დაინტერესდა.

მარიამ ლორთქიფანიძე
©PALITRATV.GE
კომენტარები (8)
23:02 07-01-2016
კლოსს
თვითონ რატი თუ დაეხმარა მაგათ, ვინმეს,ლექსის დაწერის შემდეგ?ან მანამდი?
19:27 06-01-2016
კახი
ქალაქის მერს ნარმანიას ნუ მლიქვნელობთ, სირცხვილია ამდენი ფარისევლობა.
19:16 06-01-2016
სალომე
ძალიან მაინტერესებს ლილოს თავშესაფრის დირექტორის ანუ მენეჯერის გვარი და სახელი
18:30 06-01-2016
მარიკა
კარგია, რომ ამ ყინვაში რედაქციას აზრად მოუვიდა რეპორტიორის გაგზავნა და იმ უთავშესაფრო ადამიანების მოძებნა. ასეთ ადამიანებს პატრონობა მარტო ყინვაში არ უნდა, ისინი სულაც საჭიროებენ მუდმივ პატარა კუნჭულს საცხოვრებლად. იმიტომ არსებობს მთავრობა, რომ ასეთ ხალხს მაინც პატრონობდეს...
18:22 06-01-2016
კატო
ვინც რატი ამაღლობელს ლანძღავს,ამ მოხუცს რამით დაეხმარა?
იყიდება თბილისიდან 42კმ- ში ორსართულია
კრწანისის N21 სასწრაფოდ იყიდება 3 ოთახი
სასწრაფოდ! იყიდება ზაჰესში 2-სართულია
იყიდება ვაკეში, ტ. ტაბიძის ქუჩა #37ა-ში მ
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები