არქივის კალენდარი
12:15 / 17-09-2014
ვინ არიან ქართველი გოგონები, რომელთა სიმღერა ინტერნეტჰიტი გახდა
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
"ეს ქართული სიმღერა ტრანსში ჩაგაგდებთ" - ასე გამოეხმაურა ცნობილი ამერიკული ინტერნეტგამოცემა The Huffington Post-ი ტრიო "მანდილის" სიმღერა "აპარეკას", რომელიც მათ საიტზე 9 სექტემბერს განთავსდა. თათული მგელაძე, შორენა ცისკარაული და ანი ჭინჭარაული ამ სიმღერით მსოფლიო ინტერნეტსაზოგადოებამ გაიცნო. ვიდეომ, რომელიც youtube-ზე 4 სექტემბერს აიტვირთა, 10 დღეში თითქმის 1 მილიონი ნახვა და ათასზე მეტი კომენტარი დააგროვა. კომენტარების უმრავლესობა უცხოელებს ეკუთვნით, რომლებიც აღფრთოვანებას ვერ მალავენ გოგონების შესრულების გამო.

სამივე თვითნასწავლი მომღერალია. გოგონები უახლოეს მომავალში სამი სიმღერის სტუდიურ ჩაწერას აპირებენ. ინტერნეტვარსკვლავობასა და სამომავლო გეგმებზე "მანდილის" წევრებმა "პალიტრა ტვ"-სთან ისაუბრეს.

ავტორები: ლალი პაპასკირი, გიორგი შეყილაძე

Three self-taught Georgian singers who became an internet sensation - Watch the video on georgianews.ge

იხილეთ: ქართველი გოგონების სიმღერამ ამერიკელები "ტრანსში ჩააგდო"
კომენტარები (42)
15:57 09-07-2015
ლია
მე არცერთ სიმღერას არ ვწუნობ "თუა ქართულის გვარისა" გოგონებო გაიხარეთ.ქართველს რომ ქართული სიმღერა უფრო შეუძლია და უხდება ვიდრე ინგლისურად "კივილი" ამაში ვინმეს ეჭვი ეპარება?
22:34 05-11-2014
nati
რა ვიცი, მე მომწონს და...
15:27 05-10-2014
ნკჯნჯბ
ისე იქცევით თითქოს აპარეკა პირველად ამათგან მოისმინეთ და უკეთესი ნამღერი არ გქონდეთ მოსმენილი.
22:11 29-09-2014
კაი რაა - ს
ქალაქელო სულ-ხორცით მახინჯო!
11:45 29-09-2014
ზაზა
ძალიან ლამაზები და ნიჭიერები ხართ.
იყიდება 292 მ2 სახლი,1000 მ2 მიწით ვაკეში,...
სამი სართული მანსარდით, კაპიტალური შ
იყიდება ბაკურიანში, იაფად, კარგ ადგილ
იყიდება ვაჟას-ფშაველას VI კვარტალში, გ
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები