09:50 / 18-04-2011
უნგრეთის დაბრუნება წარსულში
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
უნგრეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. ამ მისიის შესრულება უნგრეთმა ახალი მედია-კანონით აღნიშნა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა მწვავედ გააკრიტიკეს და მას უწოდეს ნაბიჯი უკან. მედია-კანონის მიხედვით, იქმნება მედია საბჭო, რომელიც გააკონტროლებს ჟურნალისტების მიერ მომზადებულ ყველა მასალას, მის შინაარს, პოლიტიკურ კონტექსტს და დააკისრებს უზარმაზარ ჯარიმას. კანონს უკვე გამოუჩნდნენ ოპონენტები. ბუდაპეშტის ქუჩებში აქციები იმართება. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში ქართველმა ჟურნალისტებმა შეისწავლეს უნგრეთის ახალი მედია- კანონი და მის ავტორებს, იურისტებს, ჟურნალისტებს და საპროტესტო აქციების ორგანიზატორებს შეხვდნენ. რა გავლენა შეიძლება მოახდინოს უნგრულმა მაგალითმა პოსტ-სოციალისტურ და პოსტ-საბჭოთა სივრცეზე?
ავტორი: დიანა ტრაპაიძე










































