• საინფორმაციო გამოშვება
ტოპ ვიდეოები
არქივის კალენდარი
14:34 / 05-12-2012
"საქართველოს ფოსტის" თანამშრომლები ერთთვიან ხელშეკრულებაზე გადასვლას აპროტესტებენ
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
"საქართველოს ფოსტის" თანამშრომლები ერთთვიან შრომით ხელშეკრულებაზე გადასვლას აპროტესტებენ. "საქართველოს ფოსტის" ცენტრალურ ოფისთან 18 ფილიალის თანამშრომლები შეიკრიბნენ, რომლებმაც 6-თვიანი ხელშეკრულების სისტემის აღდგენა მოითხოვეს.

გარდა ამისა, ფოსტის თანამშრომლებს პრეტენზიები იმასთან დაკავშირებითაც აქვთ, რომ სამსახურიდან მათი დათხოვნის შემთხვევაში, ამის შესახებ ორი დღით ადრე ეცნობებათ.

ამასთან, "საქართველოს ფოსტის" გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ აღნიშნა, რომ "საქართველოს ფოსტის" თანამშრომლები შეცდომაში შეიყვანა განცხადებამ თანამშრომელთა რეზერვის შესახებ.

"თანამშრომლებს ჰგონიათ, რომ მე მათ სამსახურიდან ვათავისუფლებ და ვაცხადებ ახალ ვაკანსიას. რეალურად ასე არ არის. "საქართველოს ფოსტაში" ყოველთვის უნდა იყოს რეზერვი და ამ რეზერვისთვის ჩვენ გამოვაქვეყნეთ განცხადება. ყველა თანამშრომელი ადგილზე რჩება და "საქართველოს ფოსტაში" ჯერ ვაკანსია არ არსებობს", - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები