ტოპ ვიდეოები
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
11:54 / 30-01-2012
ბესარიონ აპლია - მღვდელმონაზონი იონა აფხაზეთშია დაპატიმრებული
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
ქართველი მღვდელმონაზონი იონა აფხაზეთშია დაპატიმრებული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აფხაზური ეკლესიის დე-ფაქტო ხელმძღვანელმა ბესარიონ აპლიამ განუცხადა.

"როგორც შევიტყვე, იგი დაკავებულია და ამჟამად პატიმრობაშია. მღვდელმონაზონი იონა იმის გამო დააკავეს, რომ მას დოკუმენტები არ ჰქონდა წესრიგში. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას გამოსასყიდის მოთხოვნის შესახებ, ეს მხოლოდ გავრცელებული ხმებია. ამჟამად ვცდილობთ, უფრო დეტალური ინფორმაცია შევიტყოთ", - განაცხადა ბესარიონ აპლიამ.

მღვდელმონაზონი იონა (მამუკა მაისურაძე) აფხაზეთში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. ქართველი სასულიერო პირები ვარაუდობდნენ, რომ იონა აფხაზეთში დააკავეს.

მოგვიანებით, ქართულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მღვდელმონაზონი აფხაზეთში გაიტაცეს და გამოსასყიდის სახით 100 ათას დოლარს ითხოვენ. ამ ინფორმაციის მიხედვით, მღვდელმონაზონი მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის ილორის ტაძრისთვის ფოტოსურათების გადაღებას ცდილობდა.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები