ტოპ ვიდეოები
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
16:27 / 24-11-2011
“ბოშ-სიმენსის” ჯგუფი საქართველოში მაღაზიათა ქსელის გაფართოვებას გეგმავს
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
“ბოშ-სიმენსის” ჯგუფი საქართველოში მაღაზიათა ქსელის გაფართოვებას გეგმავს. ამის შესახებ დღეს სასტუმრო “რედისონში” BOSCH-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა ნორბერტ კლაინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციაში კომპანია BSH და მისი ოფიციალური წარმომადგენლის საქართველოში ”ელიტ ელექტრონიქსის” ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ.
BOSCH-ის დირექტორთა საბჭოს წევრის ნორბერტ კლაინის განცხადებით, მათი კომპანია საქართველოში საბაზრო პოზიციების გამყარებას გეგმავს. ამ მიზნით იგეგმება ბაზრის ახალი კონცეფციის განვითარება და საქართველოში ”ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიების რიცხვი 18-დან 30-მდე გაიზრდება. დღეისთვის საქართველოში აღნიშნული კომპანიის 18 მაღაზია არსებობს.

მისივე თქმით, კომპანია მსოფლიოში ცნობილია თავისი ინოვაციური ტექნოლოგიებით, რომლებიც ნაკლებ ელექტროენერგიას, წყალსა და სარეცხ საშუალებებს ისაჭიროებენ.

BOSCH-ის დირექტორთა საბჭოს წევრმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს ყაზბეგის გამზირზე ”ელიტ ელექტრონიქსის” მაღაზიაში გაიმართება ”ბოშის”-ს და ”სიმენსი”-ს შოურუმის გახსნა, სადაც წარმოდგენილი იქნება ორივე ბრენდის ულტრა თანამედროვე  ტექნოლოგიებით დამზადებული ტექნიკა.
კომენტარები (2)
19:49 24-11-2011
სიმართლე
მართლა მირანდა? და ის არ გიდიქრია რომ ეს ელიტელექტრონიკსი ერთერთი წართმეული ბიზნესია? ქოქოლაძემ მართლაც ძლიერი სავაჭრო ქსელი შექმნა და წამყვანმა ქართულმა ბანკებმა ერთ დღეში დაჯიჯგნეს.. მითუმეტეს რომ სესხის მიზანი იყო წეროვნის დასახლების ტექნიკით უზრუნველყოფა, რომელიც მერე საქარტVელოს ბიუჯეტს უნდა დაეფარა!!!
17:38 24-11-2011
მირანდა
რამდენიმე წლის წინ აღმაშენებელზე ელიტ ელექტრონიქსის მაღაზიაში ისე შევიარე, არც კი მიოცნებია ძვირადღირებული ტექნიკის შეძენაზე,კონსულტანტმა თბილად და ამომწურავად გამაცნო საოცნებო პროდუქცია და თან კატალოგიც მომცა, მე გამეცინა მან კი მითხრა- ჩვენთვის ყველა დამთვარიებელი პოტენციური მყიდველიაო-ისევ გამეცინა, 1 წლის მერე 4 ნივთი შევიძინე სწორედ იმ ფილიალში.გმადლობთ რომ მომეცით მომავლის იმედი და რწმენა. გისურვებთ წარმატებებს
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები