ტოპ ვიდეოები
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
16:15 / 17-10-2011
ბიძინა ივანიშვილის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ - ვრცელი ვერსია
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
"როიტერი" აღნიშნავს, რომ თბილისში, ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში, რომლის აშენებაც 50 მილიონი დოლარი დაჯდა, ინტერვიუ ქართულ ენაზე შედგა.
როიტერთან ბიზნესმენი რამდენიმე საკითხზე საუბრობს. კითხვაზე მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ ის ამბობს.

"მათ სცადეს, პოლიტიკური პროცესებიდან გამომთიშონ, მაგრამ მე გაჩერებას არ ვაპირებ. თუ ისინი შეეცდებიან, რომ არჩევნებში მონაწილეობა ამიკრძალონ, ეს არჩევნები არალეგიტიმური იქნება. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთან. 90%-ანი დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობით გავალთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიზნესმენი "როიტერთან" საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ პოლიტიკაში მოსვლა "ერთკვირიანი ყოყმანისა და უძილო ღამის" შემდეგ გადაწყვიტა.

"მე ბოლო მომენტამდე ვყოყმანობდი, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ჩემი პოზიციები დღითიდღე გამყარდება, ხოლო ხელისუფლების დასუსტდება. რუსეთში ჩემი ქონების შეფასების პროცესი უკვე დაწყებულია. მესმის, რომ მაქსიმალურ ფასად ვერ გავყიდი, მაგრამ მზად ვარ, ყველაფერი გავყიდო", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილი საკუთარ პოლიტიკურ პროგრამასა და რეფორმების აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას. საკონსტიტუციო და სახელმწიფო მოწყობის ფორმის შეცვლა, სასამართლო რეფორმა, მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება _ ივანიშვილის ვარაუდით ამ შედეგის მისაღწევად ორი-სამი წელი იქნება საჭირო, რის შემდეგაც  პოლიტიკიდან წავა.

"მე იმედი მაქვს, გავაოცებთ ევროპას იმ დემოკრატიით, რომელსაც საქართველოში შევქმნით. ეს ისეთი ჭეშმარიტი დემოკრატია იქნება, რომ თვით ევროპელებსაც მოუნდებათ საქართველოში ინვესტიცების ჩადება"

ბიზნესმენი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში დარჩენას აპირებს და აცხადებს, რომ ეს არ უნდა დაუშვან.

ვრცელ ინეტრვიუში ივანიშვილი რუსეთის მხრიდან "გაუგონარ აგრესიაზე" საუბრობს და სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობას თბილისის "გაუაზრებელ და არადიპლომატიურ" პოლიტიკას აკისრებს. ივანიშვილი მსოფლიოს ახსენებს, რომ მომდევნო წლებში მათ საქმე ვლადიმერ პუტინთან ექნებათ.

"რუსულ საზოგადოებას, რუს ხალხს მოსწონს ეს ადამიანი. ეს მათი საქმეა, მათი არჩევანი. თუმცა, უფრო დემოკრატიული რუსეთი ევროპისა და აშშ-სთვის უფრო საინტერესო იქნებოდა", - განაცხადა ივანიშვილმა.

ასევე იხილეთ: პარლამენტში ივანიშვილის სატელევიზიო ინტერვიუს აფასებენ
ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე საუბრობს
კომენტარები (56)
16:01 31-03-2012
მალხაზი
ბატონი ბიძინა გადარჩენს საქართველოს ამის მჯერა
14:26 03-11-2011
ნათია
უფალი გფარავდეთ ბატონ ბიძინა თქვენ და თქვენს ლამაზ ოჯახს.მთელ საქართველოს თქვენი იმედი გვაქვს.
11:27 03-11-2011
ემზარი
ბიძინა ივანიშვილი არის საქართველოს გადარჩენის ბოლო გზა რა რაც დრო გადის ამაში უფრო ვრწმუნდები
16:02 02-11-2011
ზაზა
ბიძინა რო იძახის ბორის ელცინის გუნდს ვაფინანსებდი და მათ პიარ კომპანიას აწყობდა ,მაშინ არ დაიკარგა აფხაზეთი?(ელცინის პრეზიდენტობის დროს1992-93 წ)რატომ მაშინ არ გაუკეთებია არაფერი ქრთველი ხალხისთვის და კაპიკი არ გაუღია საწყალი დევნილების დასახმარებლად,სად იყო მაგ დროს ხო ხედავდა ქვეყანა იღუპებოდა შევარდნაძის ხელში,ახლა ნამდვილად ტყვილი ამბავია მისი პოლიტიკაში მოსვლა.აშკარაა რო რუსეთის დაქოქილია და კარგად ტუ დაფიქრდება მიხვდება კიდეც რო არც უნდა პოლიტიკაში,
20:52 01-11-2011
მარიამი
წარმატეებები ამ ქრისტიან ადამიანს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები