არქივის კალენდარი
12:10 / 16-03-2016
სააკაშვილის აღიარება - ვის და რა მიზეზით სვამდა ექსპრეზიდენტი ციხეში
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
სააკაშვილმა უკრაინაში სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებას გაუმხილა, თუ ვის და რატომ სვამდნენ საქართველოში ციხეში და მერე ათავისუფლებდნენ, და როგორ ეხმარებოდა ეს ეკონომიკას.

"მოვედით ხელისუფლებაში და ფული საერთოდ არ გვაქვს, რა ვქნათ? მაგალითად, მე მჭირდებოდა, სასწრაფოდ ამეშენებინა გზა აეროპორტში, ვინაიდან გვინდოდა ტურიზმის განვითარება. აეროპორტიდან კი მხოლოდ ტრაქტორით ან ტანკით შეიძლებოდა ქალაქამდე მისვლა. ჩვენ დავაკავეთ ის ადამიანი, ვინც გზების დაგებაზე  იყო პასუხისმგებელი ბოლო 20 წლის განმავლობაში. მან მაშინვე გადაიხადა, მგონი, 15 თუ 20 მილიონი დოლარი ექვსი საათის განმავლობაში და ჩვენ ორი დღის შემდეგ დავიწყეთ გზის დაგება და ერთ თვეში მოვრჩით. ან თუნდაც, ჩვენ არ გვქონდა სარკინიგზო სტრუქტურა, ყველა ვაგონი გაყიდული იყო. ჩვენ ციხეში ჩავსვით რკინიგზის მმართველი. მან ერთი კაცისთვის განკუთვნილ კამერაში 2-3 დღის ფიქრის შემდეგ საკმარისი თანხა მოგვცა, რათა შეგვეკეთებინა ვაგონები უკრაინიდან. ან კიდევ, ჩემი წინამორბედის ხელისუფლებას ძალიან დიდი საპენსიო ვალი ჰქონდა. თვეების განმავლობაში ქართველი პენსიონერები ვერ იღებდნენ პენსიებს. ხოლო პრეზიდენტ შევარდნაძეს ჰქონდა ყველაზე მსხვილი მობილური კომპანია საქართველოში, ფაქტობრივად, მონოპოლისტი იყო (მხედველობაში აქვს "მაგთიკომი"). პროკურატურამ საგადასახადო დარღვევის გამო დაიჭირა მისი სიძე. მან ციხეში 24 საათი გაატარა, რის შემდეგაც საკმარისი თანხა მოიტანა, რომ გადაგვეხადა პენსიონერებისთვის დაგროვილი ვალები. თუ ამ პრეცედენტს უკრაინელ კორუფციონერებზეც გამოვიყენებთ, მაგრად დავიწყებთ ცხოვრებას. და მე გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყველა გავათავისუფლეთ, ვინაიდან ფული გადაიხადეს", - ჰყვება სააკაშვილი.
კომენტარები (127)
12:33 11-06-2016
აკაკი
ესაა უბედურება ასეთმა ადამიანებმა შვეს მიშა და კიდევ შობენ ამნაირებს ისე მიდის საქმე
13:52 10-06-2016
ჯიჯი
ითხოვდა უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნებას. მექრთამეობის აღმოფხვრას. ქურდობის აღმოფხვრას. გადასახადების გადახდას. წესრიგის და დისციპლინის განმტკიცებას. ვინც არ დაემორჩილა ამ პროცესებს დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. ყველზე ცუდი იყო გირგვლიანის შემთხვევა, რომელიც სრულიად შემხვევითი იყო, ამ მოვლენამ გამოიწვია მთელი რიგი შეცდომები, რაც ძვირად დაუჯდა თვითონ პარტიას და სახელმწიფოს.
10:36 09-06-2016
ლადო
პრაქტიკულად დათაა თუთაშხია რაა :D :D :D
08:38 09-06-2016
Mmm
შეიძლება ითქვას, რომ მაშინ როცა მიშა მივიდა ხელისუფლებაში, ქვეყანაში იყო ისეთი სიტუაცია, რომ ასეთი რადიკალიზმის გარეშე უბრალოდ ვერაფერს ვერ გააკეთებდა დრო არ იყო იმისთვის,რომ სამართლრბრივ ჩარჩოებში ჩამჯდარიყო ეს ყველაფერი და ურეკეტიორა პრაკტიკულად, მაგრამ მერე? მერე გაუტკბა, თავს გაუვიდა, თვითონაც გაუგო ფულს გემო, მოკლედ როგორც დაიწყო ისეც დაამთავრა. ამიტომ სამართლებრივი ჩსრჩოებიდან არ უნდა გადიოდეს ხელისუფლება თორე მეე გახება რეკეტიორი, ნაშინ ხმა არ ამოვიღეთ და ის შედეგიც მივიღეთ რაც მივიღეთ
14:52 08-06-2016
იროზნა
მიშამ იმ ხალხს შეაწერა ფული, რომლებმაც ხალხი და ქვეყანა გაძარცვეს არეულობის წლებში. მილიონები იშოვეს სახელმწიფო ქონების დატაცების ხარჯზე. ასეთ პირებს, მიტაცებულ ასეულ მილიონებიდან, რომელიღაცა ნაწილი რომ დაებრუნებინა ქვეყნისათვის, არ იქნებოდა სამართლიანი? მე თუ მკითხავთ, წაგლეჯილი მილიონები სულ უნდა დაებრუნებინათ ხალხისათვის და შესაბამისი პასუხგებლობაც უნდა დაკისრებოდათ! რა თქნს უნდა, მათზე, ვინც პატიოსანი ბიზნესით და შრომით იშოვეს თანხები, ექსპროპრიაცია არ უნდა მომხდარიყო და, ვგონებ, არც მოხდა!
სასწრაფოდ! იყიდება ზაჰესში 2-სართულია
იყიდება ვაკეში, ტ. ტაბიძის ქუჩა #37ა-ში მ
იყიდება ბინა; მის: თემქის მე-4 კვარტალი;
კრწანისის N21 სასწრაფოდ იყიდება 3 ოთახი
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები