არქივის კალენდარი
22:02 / 26-02-2016
სააკაშვილმა უშიშროების წარმომადგენელი დარბაზიდან გააძევა: "მე გიჩვენებთ კარგ გაკვეთილს!"
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რეგიონის ეკონომიკური განვითარების საბჭოს სხდომაზე უკრაინის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი დარბაზიდან გააძევა.
სააკაშვილმა ის დარბაზიდან იმის გამო გააძევა, რომ თავად სამსახურის უფროსმა საბჭოს იმ სხდომის იგნორირება მოახდინა, რომელზეც სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მოქალაქეთა და ბიზნესის წარმომადგენელთა შევიწროების საკითხი განიხილებოდა.

ინტერნეტში აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეოც ვრცელდება, რომელშიც ასახულია სააკაშვილის კატეგორიული მოთხოვნა უშიშროების სამსახურის წარმომადგენლისადმი, დაუყოვნებლივ დატოვოს სხდომათა დარბაზი, რასაც გუბერნატორი რამდენჯერმე იმეორებს.

"ვინ ხართ თქვენ, რომ ჩვენ ბოიკოტირებას ახდენთ?! ძალიან დიდი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე! ხელშეუხებელი არავინაა! მე გიჩვენებთ კარგ გაკვეთილს!", - მიმართა უშიშროების სამსახურის წარმომადგენელს სააკაშვილმა.
კომენტარები (7)
17:11 27-02-2016
ზეზვა
მიშა მიაწექი ბოლომდე
15:43 27-02-2016
ს-ს
და "ბიზნემენები" როგორ ექცევიან მათთან დასაქმებულ ხალხს მაგასაც ვხედავთ თუნდაც ტყიბულის მაგალითზე
14:57 27-02-2016
წარმოიდგინეთ ეხლა საქართველოში როგორ მოექცეოდა ბიზნესმენებს მერაბიშვილ _ადეიშვილს შორის მჯდომი ! მართლა ჯოჯოხეთის სიმბოლოა ეს არაადამიანი !
13:46 27-02-2016
ოდიშა
იგივე წარმოდგენები ...
13:37 27-02-2016
დუდუ
მგონია ცოდაც და მიშას 6 მეტრო მიცის ქვეშ ჩადებენ. სამარცხვინო ქართველი კრიმინალები რომლებიც დზებნაში არიან მისას თამადობიტ თავზე ასაქმებენ უკრაინელებს.
სასწრაფოდ! იყიდება ზაჰესში 2-სართულია
იყიდება ბინა; მის: თემქის მე-4 კვარტალი;
იყიდება ვაკეში, ტ. ტაბიძის ქუჩა #37ა-ში მ
კრწანისის N21 სასწრაფოდ იყიდება 3 ოთახი
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები