არქივის კალენდარი
19:11 / 27-01-2016
”ვერ არის ჭკუაზე, მომიყვანე ერთი, გავჩეჩო” - გუგული მაღრაძის რეაქცია გიორგი კანდელაკის ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
ვერ არის ეს კანდელაკი ჭკუაზე, მომიყვანე ერთი გავჩეჩო, - ეს მკვახე გამოთქმა საპარლამენტო უყმრავლესობის წარმომადგენელმა გუგული მაღრაძემ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ გიორგი კანდელაკის მისამართით მას შემდეგ გამოიყენა, რაც კანდელაკმა მაღრაძეს ძველი ბროშურა გაუხსენა, სადაც ამ უკანასკნელს ლენინი რამდენჯერმე ჰყავს მოხსენიებული.

”ნაციონალური მოძრაობისა” და ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები ერთმანეთს სტრასბურგში, ევროსაბჭოში დაუპირისპირდნენ. გიორგი კანდელაკი გუგული მაღრაძეს კომუნისტური იდეების გატარებაში ადანაშაულებს. უმცირესობის დეპუტატი ერთ-ერთ გაზეთში კომუნიზმის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა, რომელიც, მისი თქმით, "ქართული ოცნების" დეპუტატმა გუგული მაღრაძემ 80-იან წლებში გამოსცა. კანდელაკის თქმით, მაღრაძე ამ ბროშურაში აქტიურად ახსენებს ლენინს და კომუნიზმს.
კომენტარები (24)
11:34 30-01-2016
მაცი
იმათ საყურადღებოდ ვინც ისტორია არ იცის: იმ აკადემიაში, სადაც ჩვენი დემოკრატიის შუქურა სწავლობდა უბრალოდ გამოცდების ჩაბარების ნებას არ მოგცემდნენ. სანამ ძირფესვიანად არ შეისწავლიდნენ თქვენ რამდენად სანდო იყავით საბჭოური იდეოლოგიისადმი. თქვენს წინაპრებში ყველას დოსიე მოწმდებოდა მოსკოვში, მხოლოდ ამის შემდეგ გეძლეოდათ ჩაბარების უფლება. ამას დაზომბირებული ერთუჯრედიანების გასაგონად ვწერ. თუთუყუშებივით სხვის ნათქვამს ნუ იმეორებთ, ჯერ კარგად გაერკვიეთ ყველაფერში ვინ ვინ არის და საიდან მოდის.შეიძლება ამას ძალიან ახალგაზრდები წერთ, მაგრამ არ გაწყენდათ ცოტა ისტორიაში მიგეღოთ განათლება.
11:05 30-01-2016
კტ-ს
ველიკალეპნაია ტროიკა ქობალია-კალმახელიძე-ნადირაძე, ან ველიკალეპნაია ტროიკა გოგორიშვილი-თაქთაქიშვილი-ხერხეულიძე თუ გაგიკრიტიკებიათ ოდესმე? მათგან განსხვავებით ეს ტროიკა პროფესიონალი და მოქმედი იურისტები და პროფესორ-მასწავლებლები არიან! ყველაზე საშიში უპროფესიო, პოლიტიკას ან არასამთავრობოებს ჩამოკიდებული ადამიანები არიან, რომლებსაც ცხოვრებაში სხვა შანსი არა აქვთ ავანტურიზმის გარდა!
15:31 29-01-2016
ტოტო
აკას-გასაგებია,რომ პასუხს არ აგებენ,მაგრამ ძველი კომკავშირულ-პარტიული სულისკვეთებით გაჟღენთილი პატარა ბიჭუნები და გოგონები სხვებს,რომ ლანძღავენ ეს არის მიუღებელი. ნეო-ბოლშევიკური ქმედებები,მიუტევლობა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ,რაღაც სულელური ბროშურების ქექვა და წამოძახება მიუღებელია.მე ვთავაზობ ასეთ ნეო-კომკავშირლებს,ჯერ თავისი ოჯახის წევრების მიერ დაწერილი ბროშურები გამოაქვეყნონ და მერე,თუ არ შერცხვებათ გააგრძელონ სხვების ციტირებაც.მოკლედ,რომ გითხრათ ვირმა(სახედარმა) ვირს შე დიდყურაო არ უნდა დაუძახოს.სამწუხაროდ ჩამოყალიბდა ნეო-ბოლშევიკურ-კომკავშირული ახალგაზრდა "პოლიტიკოსთა'ჯგუფი,რომლებიც ქვეყანას ვერას არგებენ და მათ მამიკოებს,ბაბუკოებს დარწმუნებული ვარ პარტიული ბილეთები დღემდე სათუთად აქვთ შენახული.შეიძლება გარდამავალი დროშებიც.ეს ძველი ბოლშევიკები თავისნაირ ნეო-ბოლშევიკებს ზრდიან და ისინი ძირითადად ათეისტები არიან.ერთი ასეთი აქტივისტი ხშირად გამოდის ტელევიზიით,რომლის ბაბუაც როგორც ამბობენ აქტიური რაიკომის მდივანი იყო.შვილიშვილი, როგორც ამბობენ ძალიან გავს ბაბუას.მონანიებაში ასეთი ბაბუის შვილიშვილმა თავი მოიკლა,ესენი კი თავზე გვახტებიან.იქნებ ცოტათი დაოკდნენ,რადგანაც არც ჩვენ ვართ ვენეციელები და არც ეგენი ეგვიპტელები,ორივენი...
14:55 29-01-2016
აკა
ტოტო-ს 4 ვინც არ უნდა იყვნენ ბოლშევიკებისა და კრიმინალების შთამომავლები, საერთაშორისო სამართლით.. ; შვილები და შვილიშვილები წინაპრების დანაშაულზე პასუხს არ აგებენ, მე ვამბობდი აქტიურ კომუნისტებზე, კომ პარტიის ლიდერებზე ... ,თორემ კმპარტიის რიგითი წევრები ამინდს არ ქმნიდნენ.. კომპარტიის წევრობა დანაშაული არ არის , მაგალითად: ეროვნულ გმირს პრეზიდენტ, ზვიად გ ა მ ს ახ უ რ დ ი ა ს, მძაფრი წინააღმდეგობა გაუწია კომპარტიის მიერ გამოზრდილმა ე.წ. წითელმა ინტელიგენციამ მთელი ქვეყნის კორუმპირებულ კ რ ი მ ი ნ ა ლ ე ბ ზ ე და К Г Б ქართველ წევრებზე დაყრდნობით. .90 -იან წლებში ბევრნი იყვნენ, თქვენც სახეზე სცნობთ... კომპარტიის ლ ი დ ე რ ე ბი ს ელცინსა და კგბ-ს გენერალ შევარდნაძეს შორის შედგა საიდუმლო გარიგება. - პ რ ე ზ ი დ ე ნ ტ გამსახურდიას პუტჩი მოუწყეს,, ქვეყნიდან გააძევეს და ს ა მ შ ო ბ ლ ო შ ი დაბროუნებული, მოკვლევინეს КГБ ქართველ ქილერებს...იმავ დროს, მოხდა ე ლ ც ი ნ ი ს მიერ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ო კ უ პ ა ც ი ა, ე.წ. ,,სამშვიდობო ძალებით“.. ეს იყო წითლების ბოლო გაბრძოლება სამშობლოს საღალატოდ... მე, ასეთ ქართველებზე ვწერ..... 25 წელია საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკაა საერთაშორისო სამართლის სუბიექტია და ამ დიდი ისტორიული მოვლენის მომსწრე უამრავ ქართველს ვერ გ ა უ თ ა ვ ი ს ე ბ ი ა, ,ისევ იქ არიან რუსეთის (სსრკ) სამხრეთ დასავლეთ პროვინციაში; სახელად, საქართველოს სსრ-ში ...სამწუხაროა ა ნ ა ბ რ ე ბ ი ვინც შეჭამა, პარტბილეთიანი ყ ა ჩ ა ღ ე ბ ი იყვნენ.... მათ საქციელზე მათი შთამომავლები პასუხს არ აგებენ....
17:17 28-01-2016
გიო
მე ვიცინე და თქვენი არ ვიცი:) ცოტა სხვა კუთხითაც ვიყუროთ ხანდახან
სასწრაფოდ! იყიდება ზაჰესში 2-სართულია
ბინა რომელსაც გამოიყენებთ როგორც საც
იყიდება ბინა დიდუბეში, პანთეონთან, თე
სასწრაფოდ! იყიდება 73 კვმ. ფართის 2-ოთახ
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები