• გადაცემა - "პროვოკატორი" - ზვიად დოლიძესთან ერთან
ტოპ ვიდეოები
არქივის კალენდარი
გამოკითხვა
თოქ-შოუ "სახალხო დარბაზი", პარასკევი 16:10 წუთზე, როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას რუსეთის მიმართ?
13:18 / 06-06-2013
თალიბანი საქართველოს შურისძიებით ემუქრება? - შოკისმომგვრელი ვიდეო YouTube-იდან
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, სახელწოდებით - "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ". ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები. ვიდეო მუქარას საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართაც შეიცავს და ხაზგასმულია, რომ შურისძიება მალე საქართველოშიც დაიწყება.

გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათქვამია, რომ მსგავსი ბედი ავღანეთში თითოეულ ქართველს ელოდება და ასევე მათ, ვინც ისინი ავღანეთის მიწაზე გაგზავნა. "ავღანეთი ჩვენი მიწაა და ყველა, ვინც მის დაპყრობას შეეცადა, ალაჰისგან დაისაჯა. ახლა კი ახალი ჯვაროსნები ჩამოვიდნენ საქართველოდან ჩვენი შვილებისა და ცოლების დასახოცად. ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამერიკის დასახმარებლად გამოგზავნა ჯარები ავღანეთში. ჯიჰადი ქართველ ჯვაროსნებზე შურს იძიებს. ყოველდღე ჰელმანდში საშინელი სიკვდილით იხოცებიან ქართველი ჯვაროსნები და იგივე ბედი ელის ყველას, ვინც ჩვენს მიწაზე სისხლს ღვრის. ჩვენ ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, ნათესავები და მალე საქართველოში ჩამოვალთ! ჩვენ შურს ვიძიებთ!" - ნათქვამია ვიდეომიმართვაში, რომელიც Youtube-ზე 2 ივნისს დარეგისტრირებულ მომხმარებელ Hammad Zaman-ს ეკუთვნის.

რამდენიმე კადრში ჩანს ქართველი ჯარისკაცების სახეები, სახელები და გვარები. ეთიკური მოსაზრებებით, ჩვენ მათი სახეები დავფარეთ.
კომენტარები (180)
19:28 20-06-2013
123
ვაი სჰენს პატრონს უბედურს
16:51 20-06-2013
მორიელი
რა ნატო, რის ამერიკა-რომელ ქვეყანაშიც შევიდნენ ყველას დედა უტირეს...მარა ჩვენ ჩვენ ვართ, ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ ერი ვართ, ჩვენ ღირსება გვაქ, ჩვენ ლომები ვართ
09:23 13-06-2013
ქართული სული
ვაი ჩვენს პატრონს უბედურს, მართლა სამკურნალო ვართ მგონი.
09:19 13-06-2013
ცისნამი
ხალხო, ფსიქიატრებს მიაკითხეთ, რა პარანოის შემოტევები გაქვთ, რა გჭირთ, რა ბოღმა გაქვთ ასეთი, რომ ერთიბეწო ერში ასე ჭმთ ერთმანეთს, ზოგჯერ გვერდიდან შეხედეთ საკუთარ თავს და იქნე შეგრცხვეთ. ამდენი მტერი ყავს ამ საცოდავ საქართველოს და ერთმანეთის დასაჭმელად იცლით მხოლოდ, სხვა საქმის გაკეთების უნარი ეტყობა არ გაქვთ!!!
08:43 13-06-2013
ცისნამი
ჯერ ერთი რა გჭირთ, ქართულად წერა რატომ არ იცით? წერა-კითხვის უცოდინრები ხართ? მაშინ რაღას გამოთქვამთ თქვენს აზრს, ვის აინტერესებს უცოდინარის მოსაზრება? მეორე - რატომ ხართ ასე დარწმუნებული, თქვენ სპეცი.სამსახურებიდან ხართ? აცადეთ სპეც. სამსახურებს გაარკვიონ ვინ და სად მოამზადა ეს კლიპი, მგონი არ უნდა იყოს რთული, ყოველ შემთხვევაში საიდან გავრცელდა იმის გაგებას რაღა უნდა?
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები