ტოპ ვიდეოები
არქივის კალენდარი
გამოკითხვა
თოქ-შოუ "სახალხო დარბაზი", პარასკევი 16:10 წუთზე, საქართველოში, ძალაუფლება, ყველა დონეზე ”ოცნების” ხელში გადავიდა. როგორია თქვენი დამოკიდებულება?
14:43 / 07-12-2012
"პრეზერვატივს გააჩნია"... - სახალისო განხილვა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში საჭირბოროტო საკითხის სახალისო განხილვა მიმდინარეობს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც, ბავშვთა ტანსაცმლისა და სათამაშოების მაღაზიებში "სექსუალური ხასიათის პროდუქციის" გაყიდვა 100-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. სკოლებში, 18 წლამდე ასაკის პირთათვის განკუთვნილ დაწესებულება-ორგანიზაციებში, ასევე, მათი კუთვნილი ტერიტორიებიდან 50 მეტრის დაშორებით სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაცია კი 50-ლარიანი ჯარიმით დაისჯება. პროდუქციის 18 წლამდე ასაკის პირისთვის მიყიდვა ასევე 100 ლარით დაჯარიმდება.

კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ, რა პროდუქცია შეიძლება იყოს სექსუალური ხასიათის და რა არა.
კომენტარები (66)
14:26 06-01-2013
ნეგე
ყველა დაპირება ხომ შეასრულეს? დენმა დაიკლო, საწვავი გააიაფეს, ხალხი დაასაქმეს, ტერიტორიები დაიბრუნეს, პედოფილები დამოუშვეს. ნუ ხართ დაუნახავები ხალხნო.ვაი ამათ პატრონს)))))))))
02:09 30-12-2012
ანიტტ
ვერ გავიგე, რაზე იყო საუბარი, მხოლოდ 18 წლამდე აიკრძალება ასეთი ტიპის პრეზერვატივი თუ ყველა ასაკის მომხმარებლისთვის? ასეთი ნაწყვეტი ვიდეოები რომ იდება ამას მოაქვს ამდენი გაუგებრობა!
13:53 18-12-2012
.......................
დაპირებებში არ ქონდათ მითითებული ის თემები რაზეც ეხლა დროს კარგავთ გეტყობათ ურთულეს ფორმებში გაქვთ ამნეზია
18:52 12-12-2012
სამართალმცოდნე
სისხლის სამართლის კოდექსით სქესობრივი კავშირი ისჯება 16 წ მიუღწეველთან, ეს კანონი 18 წლამდე ადამიანისთვის სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციას სჯის. ანუ, რა გამოდის - 16 წლის ახალგაზრდასთან სექსით რომ დაკავდე შეიძლება, მაგრამ პრეზერვატივი რომ მიყიდო - არა!!! :D :D :D
17:12 12-12-2012
სამართალმცოდნე
ეს არის საუკუნის კანონპროექტი :D (თუ მართლა ასეთ რეგულაციებს შეიცავს ცხადია). სისხლის სამართლის კოდექსით სქესობრივი კავშირი ისჯება 16 წ მიუღწეველთან, ეს კანონი 18 წლამდე ადამიანისთვის სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციას სჯის. ანუ, რა გამოდის - 16 წლის ახალგაზრდასთან სექსით რომ დაკავდე შეიძლება, მაგრამ პრეზერვატივი რომ მიყიდო - არა!!! :D :D :D
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები