ტოპ ვიდეოები
არქივის კალენდარი
10:57 / 02-12-2011
”მაესტროს” თანამშრომლებმა ტელევიზია დატოვეს
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლებმა და მმართველი კომპანიის წარმომადგენელმა ეროსი კიწმარიშვილმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს .

მოლაპარაკება ტელეკომპანიის ოფისში გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონსულტაციებში მედიატორის როლს კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ასრულებდა. თუმცა, ორგანიზაციამ დაპირისპირებული მხარეების მორიგება ვერ შეძლო.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ "მაესტროს" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება შენობის დატოვების შესახებ. მან თანამშრომლებთან და აპარატურასთან ერთად ტელეკომპანიის ოფისი დატოვა და რადიო "მაესტროში" გადაინაცვლა, რომლის სტუდიიდანაც "მაესტრო" ამჟამად მაუწყებლობს.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად მამუკა ღლონტმა კიწმარიშვილისგან მოსალოდნელი პროვოკაციის საფრთხე დაასახელა. "მაესტროს" გენერალური პროდიუსერი არ გამორიცხავს, რომ ეს პროვოკაციები სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

"გვქონდა მოლაპარაკებები, რომელიც ფიასკოთი დამთავრდა, მზად ვიყავით გარკვეულ დათმობებზე წავსულიყავით, მაგრამ ეროსი კიწმარიშვილმა მოინდომა ან ყველაფერი ან არაფერი, რასაც ვეწინაღმდეგებით", - აღნიშნა მან.

ღლონტის განცხადებით, ტელეკომპანიის შენობის დატოვება არ ნიშნავს, რომ "მაესტრო" მაუწყებლობას შეწყვეტს. მისი თქმით, "მაესტრო" გააგრძელებს ფუნქციონირებას, ოღონდ სხვა შენობაში, ეროსი კიწმარიშვილთან დავა კი სამართლებრივ ჭრილში გადავა.

თავის მხრივ მამუკა ღლონტი ისტერიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა "მაესტროს" მმართველი კომპანიის ხელმძღვანელმა ეროსი კიწმარიშვილმა. მისი განცხადებით, მან შენობიდან წაიყვანა "სრულიად დაბნეულ მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტები" და გაიტაცა იმ ტელეკომპანიის აპარატურა, რომელშიც მას 4 ნახევარი მილიონი ლარი აქვს მოზიდული.

როგორც კიწმარიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ღლონტმა ყველაფერი გააკეთა, რათა შეექმნა ისტერიულად პროვოკაციური სიტუაცია, მმართვის კომპანია ჩვეულებრივად გააგრძელებს იმ საქმიანობას, რასაც 30 ნოემბრამდე აწარმოებდა.

მისი მტკიცებით, მან ყველაფერი გააკეთა მოლაპარაკებების შედეგიანად დასრულებისთვის, თუმცა, მოლაპარაკება არ შედგა. "მაესტროს" დამფუძნებლებმა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ აზროვნების უნარი დაკარგეს. მათ მართვის კომპანიის ჩანაცვლებისა და სხვა ფინანსების მოზიდვის ცდუნება გაუჩნდათ", - განაცხადა კიწმარიშვილმა.



კომენტარები (3)
16:35 02-12-2011
ლოლო
ეროსიმ წააგო,კიდევ ერტი რუსტავი-2, და იმედის მსგავსი ტელევიზია არ სცჰირდება საკარტველოს არ გეკოტ ხალხის გაბრიკვება,ვაი სირცხვილო....
16:00 02-12-2011
ილონა
ეროსი შექმნის "რუსთავ 2"-ის შვილობილ კომპანიას და მერე მიშიკოს წინაშE ხოხვით იფორთხიალებს. საინტერესოა რომელი თანამშრომლებით აპირებს მაუწყებლობის გაგრძელებას, როცა ყველა ტელეჯურნალისტმა დატოვა კიწმარიშვილის "ნაშობი" ტელევიზია? რუსთავი 2" სა და "იმედის" ჟურნალისტები ხომ არ იწყებენ იქ მოღვაწეობას? მაგათ არაფრის რცხვენით, ამასაც იკადრებენ
12:48 02-12-2011
ეკა
1:0 ღლონტმა წააგო?!
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები