არქივის კალენდარი
15:34 / 16-03-2016
"ვისთან ერთობა ბოკერიას ცოლი" - ჩერგოლეიშვილი ცნობილი ვიდეოს ძველ ისტორიას იხსენებს
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
"2012 წლის ბოლოს, როდესაც "TV საქართველოს" ლიცენზიები ვიყიდეთ, ნანა ლეჟავამ ამ თემაზე სიუჟეტი გააკეთა. მგონი, "მაესტროზე" გადიოდა მაშინ ეს გადაცემა თუ "მე-9 არხზე" - ზუსტად არ მახსოვს. სრულიად უმარილო, არასკანდალური, არაფრით გამორჩეული ამბავი იყო. ერთმა გაყიდა, მეორემ იყიდა - ბენდუქიძე აფინანსებს.

სიუჟეტის ბოლოს მივხვდი, რაც უნდოდა - სრულიად უკონტექსტოდ ჩათხრილი ჰქონდა ჩემი და გია ბარამიძის ცეკვის კადრები. ცხადია ეს არ იყო პირად სივრცეში ჩაწერილი - რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზია, M-Group-ის იუბილე. 500 კაცი მიყურებს. თავში აზრადაც არ გამივლია, რომ რამეს "ვაშავებ" და ბუნებრივია, იმავე აზრზე ვარ ახლაც. სიუჟეტის გასვლიდან მალევე ცეკვის მონაკვეთი მოიჭრა, დაერქვა "ვისთან ერთობა ბოკერიას ცოლი" (გია ბარამიძე კი არა, ბარამიძე კაცია, მისთვის ეს რა კომპრომატია, გიგა ბოკერიას ცოლი. ბევრი მავნე სტერეოტიპია ჩაქსოვილი) და მრავალჯერ და მრავალ პლატფორმაზე აიტვირთა.

მილიონ ასორმოცდაერთი ათასზე მეტი ნახვა აქვს მხოლოდ ამას - აქ რაც დავლინკე, სულ ოთხი მილიონი ვართ.
ნანა ლეჟავა იმ ფარისეველი წრის ღირსეული წარმომადგენელია, რომელმაც იცის, რომ ფართოდ გამჯდარი, მავნე სტერეოტიპის მიხედვით, ქალის გართობა მორალისტების რისხვას იმსახურებს და მის დემონიზებას, ხშირ შემთხვევაში კი, მის გატეხვას იწვევს.

ნანა ლეჟავა ქაჯია და ვერ მიხვდა, რომ არასწორ მისამართზე მიდიოდა, მაგრამ ჩანაფიქრი, ცხადია, ეს იყო.
ტერორის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შიში დათესოს. თუ არ გეშინია, ტერორი აზრს კარგავს. არც გამახსენდებოდა ამის დაპოსტვა, ბოროტი კლოუნების ცირკი რომ არ დაწყებულიყო.

ჰო, და რავი აბა - ნანა ლეჟავა კვოტის დახმარებით რომ პარლამენტში მოხვდეს, ქალთა ორგანიზაციები ბედნიერები იქნებიან? ქალია!", - წერს ჩერგოლეიშვილი ცნობილი ვიდეოს შესახებ.
კომენტარები (19)
10:53 18-03-2016
?
როცა გეცეკვება უნდა იცეკვო დიდი ამბავი რა შუაშია ნაცი ან ქოცი..
20:36 17-03-2016
მეგი
ჩორგოლეიშვილის ბანდამ გააჩინა ქრთველებში ანტიდასავლური განწყობა. ამათ "აპრავებდა" დასავლეთი და ხალხი შეურაცხყოფილი რომ იყო ამით, ეს სულ ფეხებზე ეკიდა განვითარებული ქვეყნების პოლიტიკურ წრეებს
18:56 17-03-2016
tako
Ra samarcxvinoa !
17:45 17-03-2016
XXXXX
რაჩვენი საქმეა სხვისი პირადი ცხოვრება
16:55 17-03-2016
shoda
როგორცა სჩანს, ეს ნაცხოვა და ქოცხროვა რომ ერთი და იგივე სიბინძურეა, ბევრი ამას ვერა ხედავს? ისინი ხომ ერთი მედლის ორი სხვადასხვა სახეა! -აქ ნათქვამის დასამტკიცებლად მხოლოდ ერთი ფაქტი იკმარებს: ნაცხროვამ შეურაცხყო, წმინდა დავით მეფის ძეგლი და ამით შეურაცხყოფა მიაყენა მთელ ქართველ ერს. ბოდიში და სულში ჩაგვაფურთხეს! ქოცებმა კი არაფერი გააკეთეს დიდი დავითის ძველ ადგილზე (თუნდაც მარჯანიშვილის მოედანზე) დასაბრუნებლად!
სახლი არის ახალი აშენებული, იდეალურ მ
იყიდება მოქმედი კომერციული დანიშნულ
ბიგლის ლეკვები იმპორტი ხარისხის
იყიდება BMW 335 Turbo, მანქანა არის იდეალურ...
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები