დღის სიახლეები
არქივის კალენდარი
11:10 / 12-02-2016
ვინ არის ახალგაზრდა, რომელმაც "სმარტთან" 4 პირი დაჭრა
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ა. ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.

იხილეთ ვიდეო| რუსთაველზე "სმარტის" დაცვის თანამშრომელი დაჭრეს - დაზიანდნენ სხვებიც

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი ა.  თანმხლებ პირებთან ერთად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სუპერმარკეტ "სმარტში" საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა, რა დროსაც სუპერმარკეტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. გიორგი ა. დაცვის თანამშრომლების მოწოდებამ გააღიზიანა და აგრესიული გახდა. ბრალდებულმა სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მათთან ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით მსუბუქად დაჭრა რობერტ ხ., გიორგი ხ. და გიორგი ც., ხოლო გიორგი გ-ს ბლაგვი საგნით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაცვის ოთხივე თანამშრომელი სტაციონარში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.


კომენტარები (32)
16:44 13-02-2016
ციცინო
საწყალი ბავშვი სააკაშვილი დროს ახალგაზრდების უმრავლესობა კრიმინალად იქცა და ყველაფერს ამ მთავრობას აბრალიან!
11:07 13-02-2016
იროზნა
დამნაშავეთა სამყარო ზეობს!გამკითხავი არავინაა. ღამის საათებში სახლის ეზოებში, ალკოჰლის სმა, ყვრილი,ლანძღვა, ბილწსიტყვობა ჩვეულებრივ ქცევის წესად იქცა. გაბედე და რამე უთხარი. ერთი სიტყვით, გამკითხავი არავინ არის. მიშას მეხოტბე არ ვარ, მაგრამ წესრიგის დაცვას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. იღეთ სხვადასხვა კანონები და თავი მოიწონეთ. რად გინდათ, თუ მათ შესრულებაზე არავითარი ზედამხედველობა არ არის დაწესებული!
09:48 13-02-2016
სსდ
რემბოა
02:27 13-02-2016
ემიგრანტი
გიორგი ხ და გიორგი ც კი არა დაწერეთ სახელი, გვარი, მამის და დედის სახელები ,სად მუსშაობენ და სად ცხოვრობენ ,იქნებ შერცხვეთ ყველას ვინც დანაშაულს ჩადის ,თორემ ასე ხელის დაფარებით არაფერი გამოვა და სახეს ნუ ფარავთ გარკვევით აჩვენეთ ყველას უცოლოებმა ცოლი რომ ვერ მოიყვანონ,ოჯახიანს თავის შვილების შერცხვე
23:32 12-02-2016
ს.ნნნნ
Vაააა რაა ძალა ქონდა ეგეთი 4 რო დაჭრა ყოჩაგ არაა რა. Mერე მე გამაჩერებს პოლიცია დანა ხო არ გაქვსო პატარა მინიატურული ჯაყვა მინახა და მაჯარიმებდა 200 ლარით ეს კიდეე ამას სუ კიდია ჯარიმაა ამიტომა რო ჯარიმა არაა გამოსავალი ჯარიმა ჩემნაორებისტვისაა წესიერი ხალხი იტისკება ისევ. Eეეე ეგრეაა რაა
იყიდება ვაკეში, ტ. ტაბიძის ქუჩა #37ა-ში მ
იყიდება თბილისიდან 42კმ- ში ორსართულია
კრწანისის N21 სასწრაფოდ იყიდება 3 ოთახი
სასწრაფოდ! იყიდება ზაჰესში 2-სართულია
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები