არქივის კალენდარი
10:05 / 22-01-2016
სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, ვახტანგ ქირიას ავტომობილი იპოვეს
ვიდეოს სანახავად, გთხოვთ, განაახლოთ ბრაუზერი
სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ, მოკლული პროკურორის, ვახტანგ ქირიას ავტომობილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ექსპერტ-კრიმინალისტები და გამნაღმველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე, ადგილზე, სადაც თვითმხილველების ინფორმაციით, E კლასის "მერსედესი", ნომრებით FBI 010, უკვე რამდენიმე დღეა დგას. ავტომობილს დაშვებული ჰქონდა უკანა საბურავი.

ამ დროისთვის ნუცუბიძის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია და ავტომობილი სპეციალურ სადგომზეა გადაყვანილი.
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყიდება ბინა დიდუბეში, პანთენთან, თევ
მანქანა არის ძალიან კარგ მდგომარეობა
იყიდება კერძო სახლი, ნაძალადევის მეტ
269 მ2 სახლი, 340 მ2 მიწის ჩათვლით,...
რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო სიახლეები