• გადაცემა "მოკლე ჩართვა" - მერაბ მეტრეველთან ერთად
ტოპ ვიდეოები
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
გამოკითხვა
თოქ-შოუ "სახალხო დარბაზი”,პარასკევი 16:10 წუთზე, ყველაზე მეტად ვენდობი: /დალაგებულია ანბანის მიხედვით/
15:25 / 20-04-2012
IFC-მა ბიზნეს გარემოს კვლევის პრეზენტაცია გამართა
ამ ვიდეოს სანახავად თქვენ უნდა ჩამოტვირთოთ Flash Player-ის ბოლო ვერსია.
სასტუმრო "შერატომ მეტეხი პალასში" დღეს საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა ასახავს მეწარმეთა დამოკიდებულებას საქართველოში ბიზნესის სფეროში ბოლო დროს განხორციელებული რეფორმების მიმართ.

გამოკითხული 1 000-ზე მეტი მეწარმისგან, რესპონდენტთა 75% მიიჩნევს, რომ ბიზნესგარემო მეტნაკლებად ან საკმაოდ მიმზიდველია, გამოკითხულთა მხოლოდ 0,11%-მა ახსენა კორუფცია, როგორც პრობლემა საბიუჯეტო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას და მხოლოდ 6%-ს სმენია სამთავრობო ორგანოებში კორუფციის შესახებ.

იმავე კვლევის თანახმად, 2011 წელს 2010 წელთან შედარებით, მსხვილ საწარმოებს ბიზნესის ზრდის უკეთესი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე მცირე საწარმოებს. წელს მსხვილ საწარმოთა ნახევარზე მეტი, ხოლო მცირე საწარმოების მხოლოდ 17% გაფართოვდა. მცირე საწარმოების 43%-ში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, რის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დაბალი საბაზრო მოთხოვნა სახელდება.

კვლევამ ასევე გამოავლინა ის პრობლემები, რომლებსაც მეწარმეები აწყდებიან - ფინანსებზე ხელმიუწვდომელობა, ჯარიმები, მაღალი საგადასახადო განაკვეთები და კომუნალური ხარჯები.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ბოლო სიახლეები